Gallery
20 November 2010
Residents at the Clinic



ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი



გამოცდების ეროვნული ცენტრი

Main \ The Structure of the Academy
Academic Council

აკადემიური საბჭო

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის აკადემიური საბჭოს დებულება
1. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) აკადემიური საბჭო (შემდეგში – აკადემიური საბჭო) არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს და ამტკიცებს თსა მისისას,  განვითარების ძირითად მიმართულებებს და სტრატეგიული გეგმას. განიხილავს და ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მობილობას.
2. აკადემიური საბჭოს წევრი შეიძლება იყოს სრული და ასოცირებული პროფესორი.
3. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა თსა-ს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურების ხანგრძლივობას.
4. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.
5. აკადემიური საბჭო მართვას ახორციელებს შემდეგი პრინციპების დაცვით:
- მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირისთვის;
- აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება.
6. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
7. აკადემიური საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტების და თსა წესდების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიის უფლების გათვალისწინებით.
8. თსა-ს აკადემიური საბჭოს რეგლამენტი განსაზღვრავს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურას და სავალდებულოა ყველა წევრისთვის.
9. აკადემიური საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხი, რომელიც არ რეგულირდება რეგლამენტით, წყდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
10. აკადემიურ საბჭოს აქვს ბლანკი წარწერით "პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის აკადემიური საბჭო".

თავი I
აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად აკადემიური საბჭო:
- თსა-ს მისიის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
- ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
- ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობას;
-  განსაზღვრავს და ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის;
-  ამტკიცებს თსა-ს დებულებას;
- ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დოქტორანტურის და სადისერტაციო საბჭოს დებულებებს;
- იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
- ახორციელებს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონითა და თსა წესდებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
თავი II
აკადემიური საბჭოს ადგილსამყოფელი
აკადემიური საბჭოს ადგილსამყოფელია – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის II კორპუსი, ქეთევან წამებულის 51.
თავი III
აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და არჩევის წესი
1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს წევრები.
2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება 9 წევრით.
3. აკადემიური საჭოს წევრების არჩევა ხორციელდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ წარდგენილი სრული და ასოცირებული პროფესორების შემადგენლობიდან, რომელსაც ამტკიცებს პარტნიორთა კრება.
4.  აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილ შემთხვევებში.
5.  აკადემიური საბჭო რეგლამენტით გათვალისწინებული და სხვა საკითხების გადსაწყვეტად, შეუძლია საბჭოს წევრებისგან, შექმნას დროებით კომისია, რომელიც მოამზადებს საკითხს და განსახილველად გამოიტანს აკადემიური საბჭოს სხდომაზე.
6. აკადემიურ საბჭოს შეუძლია  საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები.
თავი IV
აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს მდივანი, რომელსაც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს აკადემიური საბჭო.
2. აკადემიური საბჭოს მდივანი შეიძლება იყოს არა საბჭოს წევრი.
თავი V
აკადემიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტი
1. აკადემიური საბჭოს სხდომები
1.1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორი.
1.2. აკადემიური საბჭო იკრიბება წელიწადში 3 ჯერ. თავმჯდომარე უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3 მოთხოვნით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.
1.3. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
2. დღის წესრიგი
2.1. აკადემიური საბჭოს მდივანი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს.
2.2. აკადემიური საბჭოს წევრებს შეუძლიათ დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი.
2.3. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. გადაწყვეტილების მიღება
აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
4. ხმის მიცემა
4.1. აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია.
4.2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა.
5. ოქმის წარმოება
5.1. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს აწარმოებს აკადემიური საბჭოს მდივნი.
5.2. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს მდივანი.
6. რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
აკადემიური საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები ხორციელდება V თავის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

 
 
  • Juridical Directory
  •     The House Rules of the Academy
        The Laws and Regulations
     
  • MD Program
  •  
  • Library
  •     Online library
  • About Us
  • The Structure of the Academy
  • Admissions
  • Gallery
  • Contacts
  •  
     

    © 2009-2010, 
    Tbilisi Medical Academy