პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის დიპლომისშემდგომი განათლების დეპარტამენტის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება აწესრიგებს Pპეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (შემდგომში ,,თსა’’) დიპლომისშემდგომი განათლების დეპარტამენტის (შემდგომში ,, დეპარტამენტი’’) კომპეტენციას და საქმიანობის წესს.
2. დეპარტამენტის საქმიანობის მიზანია თსა-ში უმაღლესისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება, მათი სათანადო დონეზე ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
დეპარტამენტი წარმოადგენს აკადემიის ორგანიზაციულ-სტრუქტურულ ერთეულს,
რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ და განმკარგულებელ ფუნქციებს
უმაღლესი განათლების შემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების
საკითხებში.
3. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
თავი II. დეპარტამენტის ფუნქციები
დეპარტამენტის ფუნქციებს შეადგენს:
1. დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურის) განხორციელება, მართვა და მონიტორინგი წინამდებარე დებულების III თავში დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ექიმთა უწყვეტი პროფესიული განვითარების განხორციელება, კონტროლი და მონიტორინგი, წინამდებარე დებულების IV თავში დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დიპლომისშემდგომ განათლებასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი.
4. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ცალკეულ სამუშაოს შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე სპეციალისტ- ექსპერტების მოწვევა.
5. უმაღლესისშემდგომი სამედიცინო პროფესიული მზადების და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების, აგრეთვე სხვა ფორმების (ტრენინგი, კურსები) შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
6. თსა-ს სარეზიდენტო პროგრამების, ასევე ექიმთა უწყვეტი
პროფესიული განვითარების მიმდინარეობის კონტროლი და მონიტორინგი.
III თავი
რეზიდენტურა
პარაგრაფი 1. რეზიდენტურის შექმნის წესი და მიზანი
1.1. ამ თავში მოყვანილი პარაგრაფები არეგულირებს თსა-ში უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურის) განხორციელებას, საქმიანობასა და მართვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად.
1.2. რეზიდენტურის მიმართულება არის ექიმ-სპეციალისტის ფორმირებისათვის საჭირო დანაყოფი, რომელიც იქმნება ,,თსა”-ში რექტორის ბრძანებით, დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების მიზნით.
1.3. რეზიდენტურის მიზანია მედიცინის სხვადასხვა სპეციალობაში დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მზადების ხელშეწყობა (უზრუნველყოფა) ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.
1.4. სარეზიდენტო პროგრამაში სპეციალობის მაძიებელს მონაწილეობის უფლება ეძლევა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან/და შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში.
1.5. სარეზიდენტო პროგრამის განხორციელება მიმდინარეობს „თსა“_ს კლინიკაში და „თსა“-თან აფილირებულ კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
1.6. რეზიდენტურის კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო მოწმობა.
1.7. სარეზიდენტო პროგრამის შესრულების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელნი არიან:
• აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
• დიპლომისშემდგომი განათლების დეპარტამენტი
• სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი
• ცალკეული მოდულების ხელმძღვანელები
პარაგრაფი 2. დეპარტამენტის ფუნქციები,სარეზიდენტო პროგრამის განხორციელებისას
2.1. სარეზიდენტო პროგრამის განხორციელებისას, დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს შეადგენს:
* სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამების მართვის მექანიზმების უწყვეტი სრულყოფა;
* თსა_ს რესურსიდან გამომდინარე სხადასხვა სპეციალობებში პროგრამების განსახორციელებლად პროფესიული განვითარების საბჭოში დოკუმენტაციის სააკრედიტაციოდ წარდგენა;
* რეზიდენტურაში სპეციალობის მაძიებელთა მიღების ორგანიზაციული და საკონსულტაციო უზრუნველყოფა, დოკუმენტების არქივიზაცია;
* სარეზიდენტო პროგრამის და მოდულის ხელმძღვანელთა საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
* სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამების მიმდინარეობის და ხარისხზე კონტროლის (მონიტორირების) მექანიზმების განხორციელება;
* ლოკალური ხელმძღვანელების სხდომების ორგანიზაცია და პრობლემური საკითხების განხილვა;
* სამედიცინო დაწესებულების და მოდულის ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური გეგმა_გრაფიკის დამტკიცება.
* რეზიდენტთა პროფესიული მზადების მიმდინარე და საბოლოო ანგარიშების შეფასება;
* შუამდგომლობის აღძვრა სარეზიდენტო პროგრამის დასრულებისთან დაკავშირებით სახელმწიფო მოწმობის გაცემის შესახებ.
* რეზიდენტთა შეფასების სისტემის დანერგვა, რომელიც მოიცავს რეზიდენტთა ეტაპობრივ და საბოლოო შეფასებას და იძლევა ცოდნის, უნარ_ჩვევებისა და მიდგომების, ასევე პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესაძლებლობას.
პარაგრაფი 3.
პროგრამის ხელმძღვანელი
3.1. პროგრამის ხელმძღვანელი:
*Kკოორდინაციას უწევს სპეციალობის აღწერილობის საფუძველზე შედგენილ სარეზიდენტო აკრედიტირებული პროგრამის განხორციელებას.
* მონაწილეობს რეზიდენტურაში მიღების პროცესში.
* ადგენს რეზიდენტის ინდივიდუალურ გეგმა_გრაფიკს სამედიცინო დაწესებულების და მოდულის ხელმძღვანელის მითითებით.
* კონტროლს უწევს რეზიდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობასა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობას წინასწარ დადგენილი ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით.
* ყოველწლიურად აფასებს რეზიდენტის მომზადებასა და საქმიანობას, და შედეგების გათვალისწინებით აძლევს რეზიდენტს რეკომენდაციას პროგრამის გაგრძელების შესახებ.
* სარეზიდენტო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ატარებს რეზიდენტის შემაჯამებელ ატესტაციას და აძლევს რეკომენდაციას პროგრამის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობის გაცემის შესახებ.
* ზედამხედველობას უწევს და აფასებს ცალკეული მოდულების ხელმძღვანელების საქმიანობას.
*Mმზადების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აცნობებს თსა_ს ადმინისტრაციას.
პარაგრაფი 4. მოდულის ხელმძღვანელი
4.1. მოდულის ხელმძღვანელი:
* წარმართავს მოდულის ფარგლებში რეზიდენტის მუშაობას;
* მოდულის დასრულების შემდეგ წარუდგენს ანგარიშს პროგრამის ხელმძღვანელს,რეზიდენტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
* რეზიდენტის დღიურში ხელმოწერით ადასტურებს რეზიდენტის მიერ შესრულებულ სამუშაოს.
პარაგრაფი 5. რეზიდენტი
5.1. რეზიდენტს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს შესაბამისი სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა;
ბ) მზადების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აცნობოს პროგრამის ხელმძღვანელს, დეპარტამენტს ან „თსა“_ს ადმინისტრაციას.
5.2. რეზიდენტი ვალდებულია:
ა) შეასრულოს სარეზიდენტო პროგრამით განსაზღვრული კურიკულუმი;
ბ) მის მიერ განხორციელებულ/შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის მიზნით აწარმოოს დღიური, რომლის ფორმატი განისაზღვრება ნიმუშის (დანართი) შესაბამისად;
გ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს პროგრამის ხელმძღვანელს წარუდგინოს გაწეული მუშაობის ანგარიში, გაიაროს ეტაპობრივი და შემაჯამებელი შეფასება;
დ) დაიცვას თსა-ს და სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესი;
5.3. რეზიდენტის ეტაპობრივი/საბოლოო უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, პროგრამის ხელმძღვანელმა, შეიძლება განუსაზღვროს მას ის მოდული/მოდულები, რომლებიც უნდა გაიაროს განმეორებით.
თავი IV
უწყვეტი პროფესიული განვითარება
ამ თავში მოყვანილი პარაგრაფები არეგულირებს თსა-ში უწყვეტი პროფესიული განვითარების განხორციელებას, საქმიანობასა და მართვას.
Pპარაგრაფი 1. დეპარტამენტის ფუნქციები, უწყვეტი პროფესიული განვითარების კუთხით
F1.1. დეპარტამენტის ფუნქციებს უწყვეტი პროფესიული განვითარების კუთხით შეადგენს:
* პროგრამების მომზადების ხელშეწყობა;
* პროგრამების სააკრედიტაციოდ მომზადება;
* პროგრამების განხორციელება რეგიონში მომუშავე სამედიცინო
პერსონალისთვის (მოკლევადიანი ტრენინგები);
* პროგრამების მიმდინარეობის კონტროლი და მონიტორინგი;
* დასწრებული მოკლევადიანი ტრენინგების ექიმ_სეციალისტებით
დაკომპლექტების ორგანიზაცია;
* პროგრამების განმახორციელებელთა მოწვევის ორგანიზაცია;
* პრობლემების ანალიზი
* პროფესიული რეაბილიტაციის და მოკლევადიანი ტრენინგების პროგრამების შედგენა, აკადემიურ საბჭოზე გატანა და სააკრედიტაციოდ მომზადება;
*მომიჯნავე სპეციალობების ექიმთა გადამზადების სასწავლო პროგრამების სააკრედიტაციოდ მომზადება;
*სუბსპეციალობების პროგრამების სააკრედიტაციოდ მომზადება