1. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომლის მიზანია აკადემიის მისიის და სტრატეგიული გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესის, პროგრამების, პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის და სტუდენტთა მომზადების ხარისხის სისტემატური შეფასება.
2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ხელი უნდა შეუწყოს აკადემიის ინტეგრაციას უმაღლესი განათლების საერთო ევროპულ სივრცეში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად.
3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს პეტრე შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემიის თვითშეფასებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის პროცესისთვის.
4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოქმედებს პეტრე შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემიის წესდების და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობა
1. სამსახურის მუშაობის ძირითადი სფეროებია:
- ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება;
- სასწავლო პროგრამების და შესაბამისი აკადემიური ხარისხების განხილვა, მონიტორინგი და პერიოდული შეფასება;
- სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შეფასების ფორმების შემუშავება;
- აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის დონის შეფასება;
- მატერიალურ-ტექნიკური (სასწავლო რესურსების) ბაზის შეფასება.
თსა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
2. რექტორატთან და დეკანატთან ერთად შეიმუშავებს შესაბამის პოლიტიკას და აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეფასების პროცედურას;
3. პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს მათი გაუმჯობესების რეკომენდაციებს;
4. სხვა სამსახურებთან ერთად მონაწილეობს აკადემიური პერსონალის შეფასების, შერჩევის, დაკომპლექტების, მათი დატვირთვის, სტუდენტთა მობილობის და კრედიტ-სატრანსფერო სისტემის სწორი გამოყენების რეგულირებაში;
5. ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
6. ახორციელებს თვითშეფასების პროცესს ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციისთვის.
7. სამსახურის ფუნქციები უშუალო კავშირშია აკადემიის რექტორატის, ფაკულტეტის დეკანატის და სასწავლო ნაწილის საქმიანობასთან.
8. სამსახური მისი მუშაობის შესახებ აწვდის შესაბამის ინფორმაციას აკადემიის ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს.
9. სამსახური ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე.
10. ცვლილებებს სამსახურის დებულებაში ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
გიორგი კანდელაკი. ბიოლოგიის დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 1 სახელმძღვანელო, 1 დამხმარე სახელმძღვანელო, 2 ლექსიკონი და 39 სამეცნიერო შრომა. 1973 წლიდან იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახ. ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1990-97 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის დეკანი. 1997 წლიდან 1999 წლამდე თბილისის სამედიცინო აკადემიის დეკანი, ხოლო 1999 წლიდან 2010 წლამდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პრორექტორი სასწავლო დარგში