გალერეა
5 ნოემბერი 2010
კლინიკური და სამეცნიერო უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი



ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი



გამოცდების ეროვნული ცენტრი

მთავარი
ჩვენს შესახებ
შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) წარმოადგენს თვითმმართველობის პრინციპით მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას - სასწავლო უნივერსიტეტს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალით და თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და თსა დებულების საფუძველზე.

            თსა-ის მისამართია - ქეთევან წამებულის 51/2.

თსა-ის რექტორია პროფესორი მიხეილ წვერავა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - პროფესორი თამარ გაიხარაშვილი.

თსა ანხორციელებს ორ საგანმანათლებლო პროგრამას - ”სამკურნალო საქმე” და ”სტომატოლოგია” და კურსდამთავრებულებს ანიჭებს დიპლომირებული მედიკოსის და დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიურ ხარისხს. პროგრამა ერთსაფეხურიანია და შეესაბამება უმაღლესი განათლების მეორე საფეხურს.
თბილისის სამედიცინო აკადემიის მისიაა მედიცინის დარგში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პირების მომზადება. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის დონის გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა მაღალი ხარიასხის სამედიცინო განათლეების უზრუნველყოფის გზით.
აკადემიის ძირითადი მიზანია ახალგაზრდებს გამოუმუშავოს თვითმყობადობა, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გააზრებულად გაცნობის და გამოყენების უნარი, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.
აკადემიის ძირითადი ამოცანებია:
-         პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე დიპლომირებული მედიკოსების და სტომატოლოგების მომზადება;
-         უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა;
-         სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, ასევე პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობა; სტუდენტთა და პროფესორთა მობილობის ხელშეწყობა;
-         სამეცნიერო კვლევების ორგანიზება და ჩატარება; სასწავლო პროცესთან სამეცნიერო საქმიანობის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფა; საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება;
-         სტრატეგიულ პარტნიორებთან, აფილირებულ კლინიკურ და სამეცნიერო პროფილის დაწესებულებებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ორგანიზება და უზრუნველყოფა;
-         თსა-ის სტრუქტურის ოპტიმიზაცია;
-         მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად;
-         მართვისა და კონკურსების საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
-         განათლების ხარისხის მართვის სისტემის შექმნა და დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
 
შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია დაფუძნდა 1992 წელს.
თსა ფუნქციონირებს სახელმწიფო ლიცენზიის და აკრედიტაციის საფუძველზე (ლიცენზია №01-17-08, 03.07.92 წ.; აკრედიტაცია - №90/ა, 17.10.2006 წ.).
1993 წლიდან დღემდე თსა დაამთავრა 1600-ზე მეტმა მედიკოსმა. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის კლინიკებში და ფარმაცევტულ ფირმებში.
       50-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

            2004 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემია სამედიცინო განათლების საერთაშორისო დირექტორიის (IMED-FAIMER) წევრია.

2011 წელს თბილისის სამედიცინო აკადემია შეყვანილ იქნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო სკოლების (WHO AVICENNA) ცნობარში.

            2010 წლიდან თსა-ში მიმდინარეობს ექიმი-სპეციალისტების მზადება რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აკრედიტებული პროგრამებით 5 სპეციალობაში - თერაპიული სტომატოლოგია, კარდიოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, დერმატოვენეროლოგია, სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა.
            თსა-ში ფუნქციონირებს კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი. სისტემატურად ტარდება სტუდენტთა, რეზიდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციები.
            თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ ორგანიზებულ იქნა 3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: 1. სამედიცინო რეაბილიტაცია და რაიტთერაპია; 2. ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტიურობის სინდრომი და მოტორული, ქცევითი, სოციალური დარღვევები (დიაგნოსტიკა, პრევენცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია). 3. უსაფრთხო და ბალანსირებული კვების საფუძვლები.

       თსა-ს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები ანკარის (თურქეთი) ჰაჯეტეპეს, ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტებთან და ლოს-ანჯელესის ველის (აშშ) კიბოს ინსტიტუტთან. 

            თსა-ის დამფუძნებლები არიან პროფესორები პეტრე შოთაძე, დიმიტრი წვერავა და ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი.  2000 წელს, პეტრე შოთაძის გარდაცვალების შემდეგ, აკადემიას მისი სახელი ეწოდა.

 

  საინფორმაციო პაკეტი / კატალოგი

 
 
  • აკადემიის სტრუქტურა
  •     სამეთვალყურეო საბჭო
        დირექტორი
        დირექტორის მოადგილეები
        აკადემიური საბჭო
        რექტორი
        ვიცე რექტორი
        ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
        მედიცინის ფაკულტეტი
        ფაკულტეტის საბჭო
        დეკანი
        სასწავლო დეპარტამენტები და მიმართულებები
        საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
        კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური
        დიპლომისშემდგომი განათლების დეპარტამენტი
        სტომატოლოგიური კლინიკა
        სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტის მედიცინის ცენტრი
        კლინიკური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი
        ბიბლიოთეკა
     
  • იურიდიული ცნობარი
  •     აკადემიის დებულება
        აკადემიის შინაგანაწესი
        კანონები და დებულებები
     
  • კურსდამთავრებულები
  •  
  • აფილირებული დაწესებულებები
  •     შპს. ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი
        შპს კარდიოლოგიური კლინიკა ”გული”
        შპს ”თბილისის ექსპერიმენტული სამშობიარო სახლი”
        შპს ”ოქროს საწმისი XXI საუკუნე - ჯანმრთელობისსახლი”
        შპს ”ქ. თბილისის კანისა და ვენ სნეულებათა კლინიკური დისპანსერი”
        შპს ”ექსნერი და კომპანია”
     
  • მონაცემთა ბაზები
  •     მონაცმემთა ბაზები
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტები
  • გალერეა
  • აბიტურიენტთათვის
  • ელექტრონული სახელმძღვანელოები
  •  
     

    © 2009-2010, 
    Tbilisi Medical Academy

    ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
    2012-02-03 12:05:00