|
![]() |
||
|
|
მთავარი \ აკადემიის სტრუქტურა
აკადემიური საბჭო პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის აკადემიური საბჭოს დებულება პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) აკადემიური საბჭო (შემდგომში – აკადემიური საბჭო) არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობა ყალიბდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ წარდგენილი და პარტნიორთა კრების მიერ დამტკიცებული სრული და ასოცირებული პროფესორებით. თავი I "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად აკადემიური საბჭო: 1. თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორს - აკადემიური სამჭოს თავმჯდომარეს; 2. საკონკურსო კომისიის წარდგინების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს მედიცინის ფაკულტეტის დეკანს და აკადემიურ პერსონალს; 3. ამტკიცებს თსა-ს საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტებს; 4. აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს თსა-ს მისიას; 5. ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო, სასწავლო კურსების (სილაბუსების) და კვლევით პროგრამებს; 6. ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობას; 7. ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს და ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და მისაღები კონტიგენტის რაოდენობას; 8. იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ; 9. ახორციელებს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონითა და თსა დებულებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს წევრები. 2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება 9 წევრით. 3. აკადემიური საჭოს წევრების არჩევა ხორციელდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ წარდგენილი სრული და ასოცირებული პროფესორების შემადგენლობიდან, რომელსაც ამტკიცებს პარტნიორთა კრება. 4. აკადემიური საბჭო აირჩევა 6 წლის ვადით. 5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით არჩევიდან 3 წლის შემდეგ. 6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილ შემთხვევებში. 7. აკადემიურ საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული და სხვა საკითხების გადასაწყვეტად, შეუძლია შექმნას დროებით კომისია, რომელიც მოამზადებს საკითხს და განსახილველად გამოიტანს აკადემიური საბჭოს სხდომაზე. 8. აკადემიურ საბჭოს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები. თავი IV 1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს მდივანი, რომელსაც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს აკადემიური საბჭო. თავი V
მიხეილ წვერავა (თავმჯდომარე)
გურამ ბექაია
გია ბერაძე
დავით ხაზარაძე
ივა ბერაძე
მაია კივილაძე
გიორგი მაცაბერიძე
გიორგი გვახარია
ზურაბ ბილიხოძე |






