განცხადებები

8 დეკ

ძვირფასო სტუდენტებო!

ძვირფასო სტუდენტებო! 2017 წლის 8 დეკემბერს 17:00 საათზე თსა-ს „სტუდენტური აკადემიის“ განათლების კომიტეტის და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი თემაზე „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“. შეხვედრას წაიყავნს ტრენერი სოფო ქვარცხავა. იგი მიმოიხილავს თუ რა დეტალები უნდა გაითვალისწინოს სიტყვით გამომსვლელმა, რათა მისი გამოსვლა იყოს წარმატებული. მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით ოფისის მენეჯერთან მე-3 სართულზე ან გამოაგზავნოთ ელ-ფოსტა მისამართზე: tma@tma.edu.ge
1 დეკ

შიდსის უფასო სქრინინგის აქცია

2017 წლის 1 დეკემბერს, თსა-ს „სტუდენტური აკადემიის“ ჯანდაცვის და სოციალური აქტივობის კომიტეტის ორგანიზებით 205 აუდიტორიაში 10:00-12:00 საათამდე ჩატარდება შიდსის უფასო სქრინინგის აქცია.
29 ნოე

საუნივერსიტეტო თასის ტურნირი

2017 წლის 29 ნოემბერს 12:00 საათზე აკადემიის ფეხბურთის გუნდი შეხვდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გუნდს (GIPA) საუნივერსიტეტო თასის ტურნირის ფარგლებში. ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია! ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს! გელით ყველა გულშემატკივარს სპორტკომპლექს არენა-1-ში, 29 ნოემბერს, 12:00 საათზე.
23 ნოე

ტრენინგი პროექტების წერაში

ძვირფასო სტუდენტებო!
გაცნობებთ, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს 12:00 საათზე თსა-ს "სტუდენტური აკადემიის" განათლების კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი პროექტების წერაში.
ტრენერი ანი სარიშვილი მიმოიხილავს პროექტის მომზადების პრინციპებს და ტექნიკას, წარმატებული პროექტისთვის საჭირო მახასიათებლებს.
ტრენინგზე დასწრება უფასოა! ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია 2017 წლის 22 ნომბერის ჩათვლით თსა-ს ოფისის მენეჯერთან ან გამოაგზავნეთ ელ-ფოსტა მისამართზე tma@tma.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 19 33 88
17 ნოე

სისხლის უანგარო დონორთა აქცია

თბილისის სამედიცინო აკადემია აგრძელებს სტუდენტების განაცხადების მიღებას 2017 წლის ერთ თვიანი საზაფხულო პრაქტიკისათვის კლაიპედას (ლიტვა) საუნივერსიტეტო კლინიკაში. თქვენ გიმასპინძლებთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საერთო საცხოვრებელი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, კურსისა და აკადემიური მოსწრების (GPA-ს) მიუხედავად.სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ფლობა. გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ უცხო ენაზე. სტუდენტებს საშუალება გექნებათ, გაიაროთ ინტენსიური პრაქტიკა და შეიძინოთ ფასეული გამოცდილება. ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3 დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ოთახი 306 ან დაგვიკავშირდით:
28 ივნ

2017 წლის კურსდამთავრებულთა !

ძვირფასო დამამთავრებელი კურსის სტუდენტებო! გილოცავთ თითოეული თქვენგანის მიერ გავლილი უმნიშვნელოვანესი გზის დასასრულს და გისურვებთ წარმატებით სავსე, მრავალფეროვან მომავალს! გეპატიჟებით ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავ საღამოზე, რომელიც გაიმართება 28 ივნისს, სასტუმრო "მუზა"-ში. (მის: კუს ტბის ასახვევი 1)
25 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

ღიაკარის დღე თბილისის სამედიცინო აკადემიაში 25 მარტი 12 საათი
14 მარტ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ცხადდება თსა-ს და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ კლინიკურ პრაქტიკას საუნივერსიტეტო კლინიკებში. კანდიდატების შერჩევა იწარმოებს უცხო ენის ცოდნისა და აკადემიური მოსწრების საფუძველზე. სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგნეს ორ კვირას და მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. მსურველების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 მარტი დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსა-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს ალეკო მუკათარიძე მობ: 579 69 99 99
13 მარტ

სტუდენტების საყურადღებოდ!

თბილისის სამედიცინო აკადემია აგრძელებს სტუდენტების განაცხადების მიღებას 2017 წლის ერთ თვიანი საზაფხულო პრაქტიკისათვის კლაიპედას (ლიტვა) საუნივერსიტეტო კლინიკაში. თქვენ გიმასპინძლებთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საერთო საცხოვრებელი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, კურსისა და აკადემიური მოსწრების (GPA-ს) მიუხედავად.სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ფლობა. გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ უცხო ენაზე. სტუდენტებს საშუალება გექნებათ, გაიაროთ ინტენსიური პრაქტიკა და შეიძინოთ ფასეული გამოცდილება. ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3 დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ოთახი 306 ან დაგვიკავშირდით:
15 მარტ

სტუდენტების საყურადღებოდ!

2017 წლის 24 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმ სტუდენტების რეგისტრაცია  (I  და VI  კურსების გარდა),   რომელთაც სურვილი აქვთ 1-2 სემესტრის განმავლობაში ისწავლონ  ლიტვაში  ვილნიუსის სამედიცინო უნივერსიტეტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.vu.lt/en/studies/exchange-students/enrolment-procedure
ან მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს (ოთახი 306).