თსა-ს წარმატება თბილისის სტუდენტურ ოლიმპიადაზე

10 ნოემბერს თბილისის სტუდენტური ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ბოულინგის ჩემპიონატში თსა-ს უცხოენოვანი ფაკულტეტის გუნდმა "თსა-2"-მა წარმატებით იასპარეზა და საუკეთესო მოთამაშეების ტიტული დაიმსახურა. ვულოცავთ თსა-ს ბოულინგის გუნდს და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ ასპარეზობებში.