Date:
2019-05-17

პერსონალის საერთაშორისო ტრენინგი

გრანადას უნივერსიტეტში, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული პერსონალის საერთაშორისო ტრენინგის კვირეულის შესახებ
x 2019-05-17

პერსონალის საერთაშორისო ტრენინგი


თბილისის სამედიცინო აკადემიის თანამშრომელი ნატალია კოჭლაშვილი - Erasmus+ პროექტების კოორდინატორი, 6-დან 10 მაისის ჩათვლით ესპანეთში, გრანადას უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაესწრო პერსონალის საერთაშორისო ტრენინგის კვირეულს. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა განიხილეს მრავალი საკითხი და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, მათ შორის: სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა, ინსტიტუციური თანამშრომლობა - განვითარება. აგრეთვე, ტრენინგის კვირეულმა ხელი შეუწყო ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებს შორის.









Date:
2019-04-11

კონფერენცია - „სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა 21-ე საუკუნეში“

7-10 აპრილს სეულში (სამხრეთ კორეა) გაიმართა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ორგანიზებული კონფერენცია
x 2019-04-11

კონფერენცია - „სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა 21-ე საუკუნეში“


კონფერენცია - „სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა 21-ე საუკუნეში“
7-10 აპრილს სეულში (სამხრეთ კორეა) გაიმართა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ორგანიზებული კონფერენცია, სადაც განხილულ იქნა სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმები და არსებული გამოწვევები. აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სამედიცინო აკადემიის წარმომადგენლები
Date:
2019-03-12

ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი თსა-ში

12-14 მარტს თბილისის სამედიცინო აკადემიას სტუმრად ეწვია ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორი, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი ნელე მიჩელი
x 2019-03-12

ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი თსა-ში


12-14 მარტს თბილისის სამედიცინო აკადემიას სტუმრად ეწვია ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორი, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი ნელე მიჩელი, რომელმაც ჩაატარა შეხვედრები და ტრენინგები კურიკულუმის განვითარებისა და სამედიცინო განათლებაში შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ.
22 მარ

„InSimu Virtual Patient“ პრეზენტაცია

26 მარტს, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (GMSA) და თბილისის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით 17:00 საათზე, 408 აუდიტორიაში გაიმართება მორიგი მასშტაბური პროექტის „InSimu Virtual Patient“ პრეზენტაცია. InSimu - არის მობილურის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გყავდეთ ვირტუალური პაციენტები და თავი იგრძნოთ ექიმად.
პრეზენტაციის შემდეგ მოხდება მსურველთა დარეგისტრირება, რომლებიც პროექტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ შიდა ჩემპიონატში.
7 მარ

შიდა მობილობის შესახებ

ინფორმაცია პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინი აკადემიაში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ

ა) განცხადების მიღება 2019 წლის 7 მარტიდან 14 მარტამდე.
ბ) კრედიტების აღიარება, სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობადა შესაბამისი ბრძანების გამოცემა 2019 წლის 20 მარტის ჩათვლით

4 თებ

რეზიდენტურაში ჩარიცხული მაძიებლების შესახებ

დერმატოვენეროლოგიის რეზიდენტურის პროგრამაში ჩარიცხულ მაძიებელთა სია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში

ყველა განცხადება

პარტნიორები

აფილირებული კლინიკები