კლინიკური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი (შემდგომში ,,ცენტრი“) თსა-ს სტრუქტურული ერთეულია, რომლის მიზანია სიმულატორების და მანეკენების საშუალებით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სამეცნიერო მუშაობაში ჩართვა სწავლების ადრეული ეტაპიდან. “ცენტრი“ იმყოფება ფაკულტეტის დაქვემდებარებაში.
ცენტრში ფუნქციონირებს მცირე საოპერაციო ბლოკი, სადაც სტუდენტებს, პედაგოგის ხელმძღვანელობით, ეძლევათ საშუალება ლაბორატორიულ ცხოველებზე გამოიმუშაონ ის საბაზისო უნარ-ჩვევები, რომლებიც საფუძველი გახდება თეორიული ცოდნის პრაქტიკულად რეალიზაციისათვის.
იხ. გალერეა