|
![]() |
||
|
|
მთავარი \ აკადემიის სტრუქტურა
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის ფაკულტეტის დებულება მუხლი I. ზოგადი დებულებები 1. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (შემდგომში თბილისის სამედიცინო აკადემია - თსა) მედიცინის ფაკულტეტი (შემდგომში ფაკულტეტი) წარმოადგენს თსა-ს ძირითად საგანმანათლებლო, სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულს. 2. თავის საქმიანობაში ფაკულტეტი ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს განათლების და მეცნიერების, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული სამართლებრივი აქტებით, თსა-ს დებულებით, რექტორის ბრძანებებით და წინამდებარე დებულებით. 3. ფაკულტეტის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს სტუდენტების განათლება საბაზისო და კლინიკურ დისციპლინებში, მათთვის კლინიკური და კვლევითი უნარების და ჩვევების გამომუშავება, დიპლომირებული მედიკოსის და დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხების მინიჭება. 4. ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) სტუდენტების დიპლომამდელი მომზადება დიპლომირებული მედიკოსის/ დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად; ბ) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; გ) უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების შემუშავება და განხორციელება; დ) სასწავლო დეპარტამენტების საგანმანათლებლო, კვლევითი და პრაქტიკული (კლინიკური, ლაბორატორიული და სხვა) მუშაობის კოორდინაცია; ე) საქართველოს და უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან კოოპერაცია და ერთობლივი პროექტების განხორციელება; ვ) M თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მეთოდური რეკომენდაციების შექმნა და განვითარება; სახელმძღვანელოების მომზადების და გამოცემის ხელშეწყობა; ზ) აკადემიური პერსონალის პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა. 5. ფაკულტეტისთვის განკუთვნილი რესურსი ორიენტირებულია სწავლებაზე, კვლევაზე და აკადემიური კადრების მომზადებაზე. 6. ფაკულტეტის დაფინანსება ხორციელდება თსა-ს ბიუჯეტიდან. მუხლი 2. ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვა 1. ფაკულტეტი შედგება სასწავლო-კვლევითი, ადმინისტრაციული და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისგან; 2. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) დეკანატი; ბ) სასწავლო დეპარტამენტები, კლინიკური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი, კომპიუტერული ცენტრი; გ) კურიკულუმის განვითარების კომისია; დ) დიპლომისშემდგომი განათლების დეპარტამენტი; ე) დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. 3. ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას კვლევითი ლაბორატორია, კლინიკა ან/და სხვა სტრუქტურული ერთეული, რომელთა საქმიანობა რეგულირდება, ფაკულ-ტეტის საბჭოს წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბა-მისი დებულებით; 4. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულებენ ფაკულტეტის საბჭოს და დეკანატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიმუშავებენ შესაბამისი სამსახურის განვითარების წინადადებებს და დასამტკიცებლად წარუდგენენ ფაკულტეტის საბჭოს; 5. ფაკულტეტს მართავს: ა) ფაკულტეტის საბჭო; ბ) ფაკულტეტის დეკანი. მუხლი 3. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან თსა-ს დებულების შესაბამისად არჩეული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება საბჭოს შემად-გენლობის 1/4-ით. 2. ფაკულტეტის საბჭო საქმიანობას წარმართავს საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ფაკულტეტის დეკანი. 3. ფაკულტეტის საბჭო: ა) დეკანის წარდგინებით ადგენს და თსა-ს დირექტორს წარუდგენს ფაკულტე-ტის ბიუჯეტის პროექტს; ბ) დეკანის წარდგინებით განიხილავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭოს მუშაობის რეგლამენტს; ვ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და თსა-ს დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 4. ფაკულტეტის დეკანი 1. ფაკულტეტის საბჭო დეკანს ირჩევს თსა-ს დებულებით დადგენილი წესით. განცხადებას დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ ქვეყნდება თსა-ს ვებ-გვერდზე და პრესაში კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა ნაკლებ ერთი თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით; 2. დეკანად შეიძლება აირჩეს სრული ან ასოცირებული პროფესორი; 3. ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო და პრაქტიკული საქმიანობის ეფექტურად წარმართვას; ბ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს საგანმა-ნათლებლო და კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ვიზირებას; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) დებულების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობ-რივ გამოყენებაზე; თ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და თსა-ს დებულე-ბით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება თსა-ს დებულებით. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეკანის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეკანის დარჩენილი ვადით. მუხლი 5. ფაკულტეტის დეკანატი 1. ფაკულტეტის აღმასრულებელი ორგანოა დეკანატი, რომელიც აღასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. 2. დეკანატი ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის დაგეგმვას, ორგანიზაციას და კონტროლს. დეკანატის ფუნქციებია: - სასწავლო პროცესის ორგანიზება; - სასწავლო განრიგის და სწავლების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება; - მეცადინეობების მიმდინარეობაზე კონტროლი; - სტუდენტების და რეზიდენტების საგანმანათლებლო პროგრამების სწორად განხორციელების კონტროლი; - მეთოდური მუშაობის დაგეგმვა და ორგანიზაცია; - კვლევითი მუშაობის ორგანიზაცია და კონტროლი; - პედაგოგიური მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება; - ფაკულტეტის მართვის ორგანოების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით დამხმარე ხასიათის ტექნიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული სამუშაოს განხორციელება; - სამუშაო სხდომების ორგანიზება; - კლინიკურ და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, უცხოეთის უნივერსი-ტეტებთან ინტეგრაციის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა და ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა; - სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა ნორმატიული აქტის დამუშავება და ანალიზი; - ფაკულტეტის სტუდენტთა აღრიცხვა, სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება, ელექტრონული ბაზების შექმნასა და მუდმივ განახლებაში მონაწილეობა, სტუდენტთა მოძრაობის აღრიცხვა, სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება, სტუდბილეთების და ჩათვლის წიგნაკების მომზადება და დამოწმება, სტუდენტთათვის ინფორმაციის გაცემა, დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; - საგამოცდო ცხრილის შედგენა, დეპარტამენტებისთვის საგამოცდო უწყისების მომზადება, გაცემა, მათ დროულ დაბრუნებაზე კონტროლი, გამოცდების მიმდინარეობის კონტროლი და აკადემიური მოსწრების მონაცემების დამუშავება; - სტუდენტთა აკადემიური და ფინანსური დავალიანებების კონტროლი და მათზე დროული რეაგირება საფინანსო სამსახურთან ერთად; - წარჩინების დიპლომის კანდიდატთა დადგენა; - სტუდენტების პირადი საქმეების საბოლოო აკინძვა და არქივში ჩაბარება; - სტუდენტური რეესტრის კონტროლი; - აკადემიური პერსონალის მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებაში მონაწილეობა; - სტუდენტური თვითმმართველობის მიერ სხვადასხვა ღონისძიებების და სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ჩატარების ხელშეწყობა; მუხლი 6. კურიკულუმის განვითარების კომისია 1. კურიკულუმის განვითარების კომისიას ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. 2. კურიკულუმის განვითარების კომისიის ფუნქციაა კურიკულუმის ოპტიმიზაცია. მუხლი 7. სასწავლო დეპარტამენტები 1. სასწავლო დეპარტამენტი წარმოადგენს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო დანაყოფს, რომელიც ახორციელებს სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო და პრაქტიკულ (კლინიკურ, ლაბორატორიულ და სხვა) მუშაობას და უზრუნველ-ყოფს სტუდენტების, რეზიდენტების მომზადებას. 2. სასწავლო დეპარტამენტის ფუნქციებია: - სასწავლო კურსის პროგრამის - სილაბუსის შემუშავება; - სასწავლო პოცესის წარმართვა; - მეთოდრეკომენდაციების და სახელმძღვანელოების მომზადება; - სამეცნიერო პროექტების შემუშავება და განხორციელება, მათ შორის სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობით; - პრაქტიკული საქმიანობა. მუხლი 8. ფაკულტეტის პერსონალი და მათი ფუნქციები 1. ფაკულტეტის პერსონალურ შემადგენლობას მიეკუთვნება ადმინისტრაციული, აკადემიური, პედაგოგიური და დამხმარე პერსონალი. 2. ფაკულტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება: დეკანი, სასწავლო ნაწილის გამგე და დიპლომისშემდგომი განათლების დეპარტამენტის უფროსი; 3. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება თსა-ში ამავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე განთავისუფლების საფუძველია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ და შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია; 4. ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს წარმოადგენენ სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორები. პროფესორები წარმართავენ სასწავლო პროცესს და კვლევებს; 5. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამო-ქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამის შინაარსი, სწავლების მეთოდები და მიზნის მიღწევის საშუალებები; დ) განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 6. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას თსა-ს და ფაკულტეტის დებულებების მოთხოვნები; ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები. 7. აკადემიურ თანამდებობათა დაკავება ხორციელდება ღია კონკურსის წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება თსა-ს ვებ-გვერდზე და პრესაში მოქმედი კანონმდებლობის და თსა-ს დებულების შესაბამისად; 8. სრული პროფესორი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. სრული პროფესორი დეპარტამენტში უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. 9. ასოცირებული პროფესორი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს/მონაწილეობს დეპარტამენტის სასწავლო პროცესში და ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 10. ასისტენტ-პროფესორი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი. 11. აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება შესაძლებელია: ა) პირადი განცხადებით; ბ) საარჩევნო ვადის დასრულების შემდეგ; გ) ეთიკის კოდექსის და დისციპლინური პასუხისმგებლობის დარღვევის შემთხვევაში; დ) პენსიაზე გასვლის ან ემერიტუსის წოდების მინიჭების შემთხვევაში; ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 12. ფაკულტეტის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული პრსონალი, რომელიც წარმართავს სასწავლო პროცესს; 13. ფაკულტეტის პედაგოგიური შემადგენლობის რაოდენობა განისაზღვრება სასწავლო, მეთოდური და სამეცნიერო სამუშაოს მოცულობით თსა-ს სასწავლო გეგმის შესაბამისად. 14. ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებელ პირებს შეუძლიათ ჰქონდეთ მათი პროფესიის და კვალიფიკაციის შესაბამისი პედაგოგიური დატვირთვა და წარმართონ კლინიკური საქმიანობა. 15. ფაკულტეტის დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება ფაკულტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი, თსა-ს საშტატო განრიგით განსაზღვრული და/ან ხელშეკრულებით მოწვეული სხვა პირები. მუხლი 9. ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები 1. მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოიცავს: ა) ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას – სამკურნალო საქმე - 360 კრედიტი ECTS-ის მიხედვით, მისანიჭებელი კვალიფიკაცია – დიპლომირებული მედიკოსი; ბ) ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას – სტომატოლოგია - 300 კრედიტი ECTS-ის მიხედვით, მისანიჭებელი კვალიფიკაცია – დიპლომირებული სტომატოლოგი. საგანმანათლებლო პროგრამები ერთსაფეხურიანია, ინტეგრირებული და გათანაბრებულია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურთან; 2. სწავლების პერიოდში კურიკულუმით გათვალისწინებული სასწავლო კურ-სების ათვისება ხდება ყოველდღიური ლექციების, პრაქტიკული, სემინარული, კურაციული, ჯგუფში მეცადინეობების სახით. 3. საგანმანათლებლო პროგრამებს შეიმუშავებს დეკანის წარდგინებით, რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი, განიხილავს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს თსა-ს აკადემიური საბჭო. მუხლი 10. სტუდენტის უფლებები და მოვალეობები 1. თსა-ს სტუდენტი არის პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის და თსა-ს დებულებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის ან დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2. ფაკულტეტის სტუდენტის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, თსა-ს დებულებით, ეთიკის კოდექსით და წინამდებარე დებულებით. 3. სტუდენტი ვალდებულია: ა) დაიცვას თსა-ს დებულება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი და წინამდებარე დებულება; ბ) სტუდენტი ვალდებულია Dდადგენილი წესით და ვადებში გადაიხადოს თსა-ს მიერ დადგენილი სწავლის საფასური, ან დაფაროს განსხვავება სახელმწიფო გრანტსა და თსა-ში დადგენილ სწავლის საფასურს შორის; გ) შეასრულოს თსა-თან დადებული ხელშეკრულების პირობები; დ) გაუფრთხილდეს თსა-ს მატერიალურ ქონებას; ე) ხელი შეუწყოს თსა-ს შემდგომ განვითარებას. 4. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევებში; გ) ისარგებლოს თსა-ს ბიბლიოთეკით, მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს თსა-ს საფაკულტეტო საბჭოს მუშაობაში; ე) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი სასწავლო პროცესის მიმდინარეობის და ადმინისტრირების შესახებ; ვ) მიიღოს ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) დააფუძნოს ან გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში; თ) საქართველოს კანონმდებლობის და თსა-ს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა ან შიდა მობილობით შეიცვალოს სპეციალობა სწავლების პირველი წლის მეორე სემესტრიდან; 7. თსა-ს სტუდენტთა უფლებები გარანტირებულია საქართველოს კანონით “უმაღლესი განათლების შესახებ” (თავი VI). 8. თსა-ს სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების, სხვა უსდ-ში მობილობის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 11. ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა 1. სტუდენტთა საყოველთაო და თანასწორი არჩევნების საფუძველზე იქმნება სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც საქმიანობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საკუთარი დებულების შესაბამისად. 2. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) შეიმუშავებს წინადადებებს სასწავლო პროცესის შემდგომი დახვეწის და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; დ) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. ფაკულტეტის ადმინისტრაცია არ ერევა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. მუხლი 12. სასწავლო პროცესი 1. სასწავლო პროცესი მოიცავს ყველა სახის სასწავლო-მეთოდური სამუშაოს დაგეგმვას, ორგანიზაციას და ჩატარებას, სტუდენტთა მიერ სასწავლო მასალის ათვისების მიმდინარე და დასკვნით მონიტორინგს. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და მიმდინარეობა ეფუძნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, თსა-ს დებულებას, შინაგანაწესს და წარმოდგენილ დებუ-ლებას. 2. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტებია სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო გეგმები და სასწავლო კურსის პროგრამები (სილაბუ-სები), რომელთა შემუშავება და მუდმივი განახლება ხდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის და კურსდამთავრებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. 3. სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შეფასება ხორციელდება Eჩთშ-ის სისტემის საშუალებით. მონიტორინგის ფორმა ყველა საგანში ან მის ნაწილებში განისაზღვრება სასწავლო კურსის პროგრამით - სილაბუსით და ემსახურება საგანმანათლებლო პროცესის მართვის გაუმჯობესებას, სასწავლო და კვლევითი მუშაობის სტიმულირებას, მეცადინეობების ჩატარების მეთოდიკის სრულყოფას და სასწავლო კურსების მიზნის მიღწევის ხარისხის შემოწმებას. სტუდენტი ვალდებულია გამოცდები ჩააბაროს დეკანატის მიერ დადგენილ ვადებში. 4. ფაკულტეტზე აკადემიური წელი ორ სემესტრიანია. 5. სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კრედიტები. 6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის ფაკულტეტი აწესებს შეღავათებს და ქმნის მათი სრულფასოვანი განათლებისთვის აუცილებელ პირობებს. აღნიშნული შეღავათები დაწესდება დეკანის რეკომენდაციით და რეგულირდება რექტორის და დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 7. განმეორებითი სწავლებისთვის სტუდენტის კურსზე დარჩენა, სტუდენტის სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა და მობილობა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის საფუძველზე. 8. ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების და სავალდებულო კრედიტების დაგროვების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული მედიკოსის ან დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი, გადაეცემა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და უწყდება თსა-ს სტუდენტის სტატუსი. დიპლომთან ერთად კურსდამთავრებულს ეძლევა დიპლომის დანართი, რომელსაც დიპლომის გარეშე ძალა არ აქვს. მუხლი 13. სტუდენტის მობილობა სტუდენტის მობილობა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და თსა-ს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად. მუხლი 14. დასკვნითი დებულებები ფაკულტეტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ და მტკიცდება აკადემიურ საბჭოზე. ცვლილებები შეტანილია მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2010 წლის 27 სექტემბრის სხდომის მიერ. დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს 2010 წლის 13 დეკემბრის სხდომის დადგენილებით.
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||







