„მისია, მიზნები და ამოცანები“

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) წარმოადგენს თვითმმართველობის პრინციპით მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას – სასწავლო უნივერსიტეტს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალით და თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და თსა დებულების საფუძველზე.
თსა ანხორციელებს სამ საგანმანათლებლო პროგრამას: ”სამკურნალო საქმე”, “სტომატოლოგია” და “ინგლისურენოვანი მედიცინა”. პროგრამები ერთსაფეხურიანია და შეესაბამება უმაღლესი განათლების მეორე საფეხურს.

თსა-ს მისიაა გაზარდოს თანამედროვე ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების მქონე სამედიცინო დარგის პროფესიონალები სტუდენტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო დონის საგანმანთლებლო პროგრამების უზრუნველყოფის გზით.

თსა-ს მიზნები ეფუძნება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს და მოიცავს შემდეგს:

  • მაღალკვალიფიციური და ლიდერული თვისებების მქონე სამედიცინო დარგის პროფესიონალების აღზრდა;
  • სამედიცინო კვლევების მეშვეობით ახალი ცოდნის შექმნა საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით;
  • ცოდნის გაზიარება საზოგადოების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიიცნო აკადემიის ხედვა 2024
თსა მიზნად ისახავს შეუქმნას სტუდენტებს, მკვლევარებს და აკადემიის პერსონალს მიმზიდველი გარემო სწავლის, კვლევისა და მუშაობისათვის.
სამედიცინო სფეროს მუდმივი ცვალებადობისა და თანამედროვე გამოწვევების პასუხად, თსა მიისწრაფვის, კრიტიკული აზროვნებისა და აკადემიური წინსწრაფვის ხელშეწყობით დაიმკვიდროს ადგილი როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე,
აკადემია აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და ისწრაფვის რათა ზედმიწევნით გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და გაამართლოს მოლოდინი.

 სტრატეგიული განვითარების გეგმა 2018-2024 წწ.

  • 1993 წლიდან დღემდე თსა დაამთავრა 1600-ზე მეტმა მედიკოსმა. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის კლინიკებში და ფარმაცევტულ ფირმებში.
  • 50-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
  • 2004 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემია სამედიცინო განათლების საერთაშორისო დირექტორიის (IMED-FAIMER) წევრია.
  • 2010 წლიდან თსა-ში მიმდინარეობს ექიმი-სპეციალისტების მზადება რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აკრედიტებული პროგრამებით შემდეგ სპეციალობებში: მეანობა-გინეკოლოგია, დერმატოვენეროლოგია,ენდოკრინოლოგია, სამედიცინო რადიოლოგია, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია.
  • თსა-ში ფუნქციონირებს კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი. სისტემატურად ტარდება სტუდენტთა, რეზიდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციები.
  • თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ ორგანიზებულ იქნა 3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: 1. სამედიცინო რეაბილიტაცია და რაიტთერაპია; 2. ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტიურობის სინდრომი და მოტორული, ქცევითი, სოციალური დარღვევები (დიაგნოსტიკა, პრევენცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია). 3. უსაფრთხო და ბალანსირებული კვების საფუძვლები.
  • თსა-ს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები ანკარის (თურქეთი) ჰაჯეტეპეს, აჯიბადემის (თურქეთი), მადრიდის (ესპანეთი) ღია,  ლუნდის (შვედეთი), კლაიპედას (ლიტვა) უნივერსიტეტებთან და ოლდენბურგის კლინიკასთან (გერმანია).
  •