დასრულდა III შიდასაუნივერსიტეტო ტურნირი ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?", გაიმარჯვა გუნდმა “Inception" (ლაშა დარჩია, სალომე საყვარელიძე, სალომე ჟვანია, გიორგი სოფრომაძე, ცოტნე მიქავა, ლეონა კანდილიანი)
2011 წლის 17 ოქტომბერს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში განხორციელდა გერმანელი სტომატოლოგის, აკადემიის საპატიო პროფესორის, ჰერმან შნორბახის მორიგი ვიზიტი.
28 მაისს დასრულდა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში. ჩემპიონატში მონაწილეობდა 6 გუნდი.
გაიმარჯვა V კურსელთა გუნდმა.
ღია ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“
14:39 / 10 მაი. 2011
7-8 მაისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა ღია ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის კერძო უმაღლესი სასწავლებლების გუნდები.
29 აპრილს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით მონაწილეობა მიიღეს აქციაში - „დარგე შენი ხე, გაამწვანე ქალაქი“.
სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე 300 ძირი იფნის, ნეკერჩხლის და კედრის ხის ნერგი დარგეს.
პროფესორ ჰერმან შნორბახის ლექციები და მასტერ-კლასი
15:06 / 1 აპრ. 2011
ა/წ 29 და 31 მარტს თსა-ში გერმანელმა პროფესორმა ჰერმან შნორბახმა წაიკითხა ლექციები -
„ეტაპობრივი იმპლანტაცია ერთი და ორ-ფაზიანი იმპლანტ სისტემების გამოყენებით“ და
„გადაუდებელი ანუ მომენტალური და გვიანი იმპლანტაცია“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თბილისის მერიის ორგანიზებით, 2011 წლის 5-13 მარტს, გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების პირველი გამოფენა - "საქართველოს განათლების კვირეული - 2011".
ბიზნეს - ფსიქოლოგიური ტრენინგი: ,, პაციენტის ნდობის მოპოვების ხელოვნება’’
16:01 / 14 თებ. 2011
2011 წლის 13 თებერვალს, სასტუმრო „Sheraton Metekhi Palace’’–ში ჩატარდა ბიზნეს – ფსიქოლოგიური სემინარი: ,,პაციენტის ნდობის მოპოვების ხელოვნება’’. ამ პროექტის მხარდამჭერი იყო პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია.
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა 2011 წლის 4–6 თებერვალს მონაწილეობა მიიღეს „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის“ სესიის მუშაობაში.
კარსრუეს წითელი ჯვრის წარმოამდგენლები თსა-ში
ლექცია და მასტერკლასი
14:27 / 4 მარ. 2010
სამედიცინო აკადემიაში სტუდენტებისათვის კარლსრუეს (გერმანია) წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა იურგენ შლინდვაინმა და იორგ ბიერმანმა ჩაატარეს ლექცია და მასტერკლასი