გალერეა
20 ოქტომბერი 2010
შეხევდრა პირველკურსელებთან



ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი



გამოცდების ეროვნული ცენტრი

მთავარი \ აკადემიის სტრუქტურა
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

 

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის

 

 

ძირითადი მიზანი და ამოცანები

 

1. “უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის 25- მუხლის შესაბამისად, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომლის მიზანია აკადემიის მისიის, ამოცანების და სტრატეგიული გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესის, საგანმანათლებლო პროგრამების, პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის, სტუდენტთა და რეზიდენტთა მომზადების ხარისხის შეფასება და განვითარებაზე ზრუნვა.   

2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ხელი უნდა შეუწყოს აკადემიის უმაღლესი განათლების საერთო ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას არსებული სტანდარტების საფუძველზე.  

3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანხორციელებს პეტრე შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემიის თვითშეფასებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის პროცესისთვის.

4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოქმედებს პეტრე შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემიის და წინამდებარე დებულებების შესაბამისად.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობა

 

1. სამსახურის მუშაობის ძირითადი სფეროებია:

- ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება;

- საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მონიტორინგი და პერიოდული შეფასება;

- სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შეფასების ფორმების შემუშავება;

- რეზიდენტთა მიერ ჩატარებული საქმიანობის შეფასება;

- აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის დონის შეფასება;

- მატერიალურ-ტექნიკური (სასწავლო რესურსების) ბაზის შეფასება.

 

 

თსა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:Q

2. რექტორატთან და დეკანატთან ერთად შეიმუშავებს შესაბამის პოლიტიკას და აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეფასების პროცედურას;

3. პერიოდულად ახორციელებს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს მათი გაუმჯობესების რეკომენდაციებს;

4. სხვა სამსახურებთან ერთად მონაწილეობს აკადემიური პერსონალის შეფასების, შერჩევის, დაკომპლექტების, მათი დატვირთვის, სტუდენტთა მობილობის და კრედიტ-სატრანსფერო სისტემის სწორი გამოყენების რეგულირებაში;

5. ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

6. ახორციელებს თვითშეფასების პროცესს აკრედიტაციისთვის.

7. სამსახური მისი მუშაობის შესახებ აწვდის შესაბამის ინფორმაციას აკადემიის ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და რეზიდენტებს.

8. სამსახური ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე.

9. ცვლილებებს სამსახურის დებულებაში ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

 

 

 

.

 

 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი 

გიორგი კანდელაკი. ბიოლოგიის დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 1 სახელმძღვანელო, 1 დამხმარე სახელმძღვანელო, 2 ლექსიკონი და 39 სამეცნიერო შრომა. 1973 წლიდან იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახ. ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1990-97 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის დეკანი. 1997 წლიდან 1999 წლამდე თბილისის სამედიცინო აკადემიის დეკანი, ხოლო 1999 წლიდან 2010 წლამდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პრორექტორი სასწავლო დარგში

სილაბუსის გაფორმების ნიმუში

სტუდენტთა შეფასების სისტემა – ინსტრუქცია

ანკეტა-კითხვარი:

1. ფორმა_1

2. ფორმა_2

3. ფორმა_3

4. ფორმა_4

საგანამანათლებლო პროგრამების შეფასების სქემა

 
 
  • აკადემიის სტრუქტურა
  •     სამეთვალყურეო საბჭო
        დირექტორი
        დირექტორის მოადგილეები
        აკადემიური საბჭო
        რექტორი
        ვიცე რექტორი
        ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
        მედიცინის ფაკულტეტი
        ფაკულტეტის საბჭო
        დეკანი
        სასწავლო დეპარტამენტები და მიმართულებები
        საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
        კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური
        დიპლომისშემდგომი განათლების დეპარტამენტი
        სტომატოლოგიური კლინიკა
        სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტის მედიცინის ცენტრი
        კლინიკური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი
        ბიბლიოთეკა
     
  • იურიდიული ცნობარი
  •     აკადემიის დებულება
        აკადემიის შინაგანაწესი
        კანონები და დებულებები
     
  • კურსდამთავრებულები
  •  
  • აფილირებული დაწესებულებები
  •     შპს. ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი
        შპს კარდიოლოგიური კლინიკა ”გული”
        შპს ”თბილისის ექსპერიმენტული სამშობიარო სახლი”
        შპს ”ოქროს საწმისი XXI საუკუნე - ჯანმრთელობისსახლი”
        შპს ”ქ. თბილისის კანისა და ვენ სნეულებათა კლინიკური დისპანსერი”
        შპს ”ექსნერი და კომპანია”
     
  • მონაცემთა ბაზები
  •     მონაცმემთა ბაზები
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტები
  • გალერეა
  • აბიტურიენტთათვის
  • ელექტრონული სახელმძღვანელოები
  •  
     

    © 2009-2010, 
    Tbilisi Medical Academy

    ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
    2012-02-03 12:05:00