|
![]() |
||
|
|
მთავარი \ იურიდიული ცნობარი
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის დებულება პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) წარმოადგენს თვითმმართველობის პრინციპით მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სასწავლო უნივერსიტეტს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგებით, თავის საქმიანობას წარმართავს ქართულ ენაზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (კანონები “უმაღლესი განათლების”, “საექიმო საქმიანობის”, “ჯანმრთელობის დაცვის” შესახებ) შპს “პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის” წესდების და წინამდებარე დებულების საფუძველზე. თსა ახორციელებს ორ ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას - “სამკურნალო საქმე” და “სტომატოლოგია” და კურსდამთავრებულებს ანიჭებს დიპლომირებული მედიკოსის და დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიურ ხარისხს. გარდა ამისა თსა აწარმოებს დიპლომისშემდგომ და უწყვეტ სამედიცინო განათლებას. თბილისის სამედიცინო აკადემიის მისიაა მედიცინის დარგში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პირების მომზადება. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის დონის გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების უზრუნველყოფის გზით. თბილისის სამედიცინო აკადემიის ძირითადი მიზანია ახალგაზრდებს გამოუმუშავოს თვითმყობადობა, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გააზრებულად გაცნობის და გამოყენების უნარი, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას. თბილისის სამედიცინო აკადემიის ძირითადი ამოცანებია: - უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე დიპლომირებული მედიკოსების და დიპლომირებული სტომატოლოგების მომზადება; - უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა; - თსა-ს პერსონალისა და სტუდენტების ჩაბმა კვლევით საქმიანობაში; - სწავლების პროცესის ორგანიზაციისა და მართვის ინოვაციური პრინციპების დანერგვა; - სტრატეგიულ პარტნიორებთან, კლინიკურ და სამეცნიერო-კვლევითი პროფილის დაწესებულებებთან, პროფესიულ ასოციაციებთან, პოტენციურ დამსაქმებლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ორგანიზება და უზრუნველყოფა; - თსა-ს სტრუქტურის ოპტიმიზაცია; - მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზება საერთაშორისო სტანდარ-ტების მოთხოვნების შესაბამისად; - მართვისა და კონკურსების საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; - განათლების ხარისხის მართვის სისტემის შექმნა და დანერგვა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. სამედიცინო აკადემია ორიენტირებულია სასწავლო პროცესის მართვისა და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, რის საფუძველსაც პედაგოგიური კოლექტივის მაღალი კვალიფიკაცია და უმაღლესი სასწავლებლის ტრადიციები წარმოადგენს. აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსი და სწავლების დონე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების მობილობას და აძლევს მათ საშუალებას სწავლა გააგრძელონ და გაიღრმავონ ცოდნა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. ზემოაღნიშნული შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების საფუძველია. თსა-ს სტრუქტურა და მართვა თსა-ის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია – სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორი, აკადემიური საბჭო, რექტორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი, ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ბიბლიოთეკა, დიპლომისშემდგომი განათლების დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, სასწავლო დეპარტამენტები, კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური და საფინანსო სამსახური. თსა-ში ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კლინიკა, სამედიცინი რეაბილიტაციის, სპორტული მედიცინის და რაიტთერაპიის ცენტრი, კლინიკური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი. სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას არეგულირებს წინამდებარე და შესაბამისი დებულებები. თსა-ის მართვის ძირითადი პრინციპებია: გადაწყვეტილებების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აკადემიური თავისუფლება, გადაწყვეტილებების მიღებაში აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა მონაწილეობა, თანასწორი დამოკიდებულება განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა, არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა. I. სამეთვალყურეო საბჭო სამეთვალყურეო საბჭო აირჩევა ოთხი წლის ვადით და შედგება სამი წევრისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობა რეგულირდება შპს ,,პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის” წესდებით. II. დირექტორი თსა-ს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფ-ლებს სამეთვალყურეო საბჭო. დირექტორის კომპეტენციას განეკუთვნება სამეთ-ვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების უზრუნველყოფა, თსა-ს სამოქმედო გეგმის განსაზღვრა-დამტკიცება და მიმდინარე საქმიანობის გაძღო-ლა. დირექტორი მოქმედებს კანონმდებლობის და შპს ,,პეტრე შოთაძის სახელო-ბის თბილისის სამედიცინო აკადემიის” წესდების შესაბამისად. III. აკადემიური საბჭო თსა-ს აკადემიური საბჭო წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის შემადგენლობა ყალიბდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ წარდგენილი და პარტნიორთა კრების მიერ დამტკიცებული სრული და ასოცირებული პროფესორებით. აკადემიური საბჭოს საქმიანობა რეგულირდება დებულებით. IV. რექტორი რექტორი არის თსა-ს უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. რექტორი მოქმედებს შპს ,,პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის” წესდების და წინამდებარე დებულების შესაბამისად. რექტორი წარმოადგენს თბილისის სამედიცინო აკადემიას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, ან ამ უფლებას გადასცემს სხვას. რექტორს თსა-ს აკადემიური პერსონალის შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თსა-ს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს პარტნიორთა კრება. რექტორის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს სრული პროფესორი. რექტორი უფლებამოსილია: - განსაზღვროს თსა-ს სასწავლო და კვლევით პროცესებთან დაკავშირებული საკითხები; - განიხილოს, გამოსცეს დ დაამტკიცოს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ბრძანებები და სხვა ნორმატიული დოკუმენტები; - ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტუროს სასწავლო და კვლევით პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. რექტორი, თსა-ს დირექტორთან შეთანხმებით და აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე უფლებამოსილია: - შემოიღოს და გააუქმოს ფაკულტეტები და სასწავლო დეპარტამენტები; რექტორი ვალდებულია: - განუხრელად დაიცვას თსა-ს წესდება და დებულება; - კონტროლი გაუწიოს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას დადგენილ ვადაში; - აკადემიურ საბჭოს პერიოდულად წარუდგინოს ანგარიში სასწავლო და კვლევითი საქმიანობის შესახებ. V. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სასწავლო პროცესის, პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციისა და სტუდენტთა მომზადების ხარისხის სისტემატურ შეფასებასა და მათ შესაბამისობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოთხოვნებთან პასუხისმგებელია თსა-ს აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომლის საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი დებულებით. VI. ფაკულტეტი მედიცინის ფაკულტეტი (შემდგომში ფაკულტეტი) წარმოადგენს თსა-ს ძირითად საგანმანათლებლო, სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულს. თავის საქმიანობაში ფაკულტეტი ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს განათლების და მეცნიერების, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებით, ფაკულტეტის დებულებით და რექტორის ბრძანებებით. Fფაკულტეტს მართავს ფაკულტეტის საბჭო და დეკანი. VII ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობა ყალიბდება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან. თსა-ს ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობა რეგულირდება ფაკულტეტის დებულებით. VIII. ფაკულტეტის დეკანი - ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ფაკულტეტის დეკანი; - თსა-ს დეკანს რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისიის წარდგინებით, ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭის-ყრით ირჩევს აკადემიური საბჭო; - განცხადება დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ ქვეყნდება თსა-ს ვებ-გვერდზე და პრესაში კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა ნაკლებ ერთი თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ ორი და არაუმეტეს სამი კვირა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ ერთი თვის ვადაში. - დეკანად შეიძლება აირჩეს სრული ან ასოცირებული პროფესორი ოთხი წლის ვადით; თსა-ს დეკანი: - უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ეფექტურად წარმართვას; - შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს; - შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის დებულებას; - თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე; - თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ვიზირებას; - თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს ; - თსა-ს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ფაკულტეტის ბიუჯეტის ფორმირების შესახებ და პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია: - პირადი განცხადების საფუძველზე; - აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეკანის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეკანის დარჩენილი ვადით. IX. დეკანატი - ფაკულტეტის აღმასრულებელი ორგანოა დეკანატი, რომელიც აღასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; - დეკანატი ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო, კვლევითი და მეთოდური მუშაობის დაგეგმვას, ორგანიზაციას და კონტროლს; - დეკანატის საქმიანობა რეგულრდება ფაკულტეტის დებულებით. X. სასწავლო დეპარტამენტები სასწავლო დეპარტამენტი წარმოადგენს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო დანაყოფს, რომელიც ახორციელებს სასწავლო, მეთოდურ, კვლევით და პრაქტიკულ (კლინიკურ, ლაბორატორიულ და სხვა) მუშაობას და უზრუნველყოფს სტუდენტების და რეზიდენტების მომზადებას. - დეპარტამენტი პედაგოგიურ საქმიანობას ანხორციელებს კურიკულუმის საფუძველზე, დამტკიცებული სილაბუსის ფარგლებში; - დეპარტამენტი ვალდებულია სიტემატურად განაახლოს სილაბუსი, სასწავლო პროცესის სამედიცინო განათლების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისო-ბის უზრუნველყოფის მიზნით; - დეპარტამენტი ვალდებულია მუდმივად ითანამშრომლოს აკადემიის ბიბლიოთეკასთან, რათა მისი ფონდი შეესაბამებოდეს სასწავლო კურსის მოთხოვნებს; - დეპარტამენტების მუშაობის კოორდინირებას ახდენს თსა-ს დეკანი. XI. თსა-ს აკადემიური და სხვა პერსონალი თსა-ს აკადემიურ პერსონალს მიეკუთვნება: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, რომლებიც წარმართავენ სასწავლო პროცესს და მონაწილეობენ კვლევით მუშაობაში. - პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით; - აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად არჩევნების ჩატარების წესს (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) და საკონკურსო კომისიის შემადგენ-ლობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს რექტორი. პირობები ქვეყნდება საჯაროდ მედიის საშუალებებით; - შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული პერსონალი ინიშნება რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და წარმართავს სასწავლო პროცესს; - თსა-ს ხელმძღვანელობა ვალდებულია ხელი შეუწყოს აკადემიური და სხვა პერსონალის პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. XII. კლინიკა და ცენტრი - თსა-ს კლინიკური ბაზები და ცენტრები უზრუნველყოფენ სტუდენტთა და რეზიდენტთა მომზადებას კლინიკურ დისციპლინებში; - თსა-ში კლინიკური დისციპლინების სწავლება წარიმართება საკუთარ და აფილირებულ კლინიკურ ბაზებზე, რომლებთანაც ფორმდება ხელშეკრულება; - კლინიკების და ცენტრების საქმიანობას კურირებს თსა-ს დირექტორი. XIII. ბიბლიოთეკა - ბიბლიოთეკა თსა-ს საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სამეცნიერო ცენტრია, რომლის ფუნქციაა საბიბლიოთეკო რესურსების სრულად და ეფექტურად გამოყენება მკითხველთა მოთხოვნების უზრუნველსაყოფად; - ბიბლიოთეკა ვალდებულია სწრაფად და სრულად უზრუნველყოს მკითხველი საჭირო ინფორმაციით (მათ შორის ელექტრონული) და საბიბლიოთეკო ფონდებით (წიგნები, CD, DVD); - ბიბლიოთეკაში არსებული ინფორმაცია აბონენტთათვის ხელმისაწვდომია და შეუზღუდავი; - ბიბლიოთეკა ვალდებულია, დაფინანსების შესაბამისად, სისტემატურად განაახლოს და დააკომპლექტოს ფონდები ზოგადად სამედიცინო პროფილის და სასწავლო კურსების პროგრამით - სილაბუსით გათვალისწინებული უახლესი ლიტერატურით; - მკითხველს სისტემატურად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ბიბლიოთეკაში არსებული სიახლეების შესახებ; - ბიბლიოთეკა ვალდებულია შეიმუშაოს და მკითხველს გააცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; - ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს აკადემიის დეპარტამენტებთან და დეკანატთან მჭიდრო კონტაქტში და ზრუნავს საბიბლიოთეკო ფონდის შესაბამისობაზე სასწავლო პროგრამებთან. ბიბლიოთეკის მუშაობას კურირებს თსა-ს რექტორი. XIV. კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური - კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს თსა-ს ადმინისტრაციულ დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს; - კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური ფუნქციონირებს თსა-ს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კავშირში; - კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია თსა-ს დირექტორისა და რექტორის წინაშე. კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია: - თსა-ს სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის სწავლის, კვლევითი მუშაობის და ინფორმაციის მიღებისთვის შესაბამისი პირო-ბების შექმნა, კომპიუტერებით და ინტერნეტით შეუზღუდავად სარგებლობის უზრუნველყოფა; - თსა-ს მონაცემთა კომპიუტერული ბაზების მომსახურება; - თსა-ს ინტერნეტ-დომენის შექმნა და ქვედომენების ჩამოყალიბება; - თსა-ს კომპიუტერული ტექნიკისთვის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, პროგრამული დარღვევების აღმოფხვრა, კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაციის დაგეგმვა; - პრეზენტაციების და ვიდეოკონფერენციებისთვის შესაბამისი აპარატურის მომზადება და გამართული ფუნქციონირება; - თსა-ს კომპიუტერული ტექნიკის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება; - თსა-ს სტუდენტებისთვის საკურსო გამოცდების კომპიუტერული უზრუნველ-ყოფა. ტესტური გამოცდებისთვის მონაცემთა ბაზების შექმნა და მათი განახლება. XV. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობის მიმართულე-ბებია: - საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო ფონდებთან კონტაქტების დამყარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით; - საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; - საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირება; - საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში თსა-ს სტუდენტების და თანამშრომლების ჩართვის ხელშეწყობა; - თსა-ს თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა სხვადსხვა ტიპის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის პროცესში; - საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციების მიღება; - თსა-ს სასწავლო და სამეცნიერო პრიორიტეტების შესაბამისი ფონდების იდენტიფიცირება და სამეცნიერო პროექტებისთვის დაფინანსების წყაროების მოძიება; - საერთაშორისო სააგენტოებთან თანამშრომლობა უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით. XVI. კლინიკური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი კლინიკური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი (შემდგომში ,,ცენტრი“) თსა-ს სტრუქტურული ერთეულია, რომლის მიზანია სიმულატორების და მანეკენების საშუალებით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სამეცნიერო მუშაობაში ჩართვა სწავლების ადრეული ეტაპიდან. “ცენტრი“ იმყოფება ფაკულტეტის დაქვემდებარებაში. XVII. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და რეგლამენტი - სასწავლო პროცესი მოიცავს ყველა სახის სასწავლო-მეთოდური სამუშაოს დაგეგმვას, ორგანიზაციას და ჩატარებას, სტუდენტთა მიერ სასწავლო მასალის ათვისების მიმდინარე და დასკვნით მონიტორინგს. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ორგანიზაცია რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებით, ფაკულტეტის დებულებით და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით; - ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტებია სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, საგანმანათლებლო პროგრამები - კურიკულუმები და სასწავლო დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი სასწავლო კურსის პროგრამები - სილაბუსები, რომელთა შემუშავება და მუდმივი განახლება ხდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის და კურსდამთავრებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად; - ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტების დამტკიცება ხდება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემი-ურ საბჭოზე; - აკადემიურ საბჭოზე დამტკიცებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სწავლების მეთოდებს და ფორმებს, ბრძანებით ამტკიცებს აკადემიის რექტორი; - სასწავლო პროცესის მართვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელია ვიცე-.რექტორი და დეკანი; - თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამებს საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი; - თსა სასწავლო პროცესის ორგანიზებაში ხელმძღვანელობს კრედიტების დაგროვების და ტრანსფერის ევროპული სისტემით (ECTS), რომლის მიხედვით სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში შეადგენს 60 კრედიტს, რაც შეესაბამება 1800 საათს. თსა-ში 1 კრედიტი 30 საათს უდრის. - თსა-ში თითოეული სასწავლო წელი 2 სემესტრიანია. - სასწავლო წლის დაწყება, დამთავრება და სასესიო პერიოდი განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. - მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოიცავს: ü საგანმანათლებლო პროგრამას – სამკურნალო საქმე – 360 კრედიტი ECTS-ის მიხედვით, სწავლის ხანგრძლივობა 6 წელი, მისანიჭებელი კვალიფი-კაცია – დიპლომირებული მედიკოსი; ü საგანმანათლებლო პროგრამას – სტომატოლოგია - 300 კრედიტი ECTS-ის მიხედვით, სწავლის ხანგრძლივობა 5 წელი, მისანიჭებელი კვალიფი-კაცია – დიპლომირებული სტომატოლოგი. პროგრამები ერთსაფეხურიანია, ინტეგრირებული და გათანაბრებულია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურთან; სასწავლო პროცესის ორგანიზაციის და მართვის საფუძველია: - სტუდენტისა და პედაგოგის უფლება-მოვალეობათა განუხრელი დაცვა; - საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მათ განსახორციელებლად დეპარტამენტების კოორდინაცია და ინტეგრაცია; - საერთაშორისო ნორმატივების, საქართველოს უმაღლესი განათლებისა და ჯანდაცვის კანონების შესაბამისად, სპეციალობების მიხედვით საბაზისო და კლინიკური დისციპლინების მოცულობის და სწავლების ხანგრძლივობის განსაზღვრა და ოპტიმიზაცია; - ორიგინალური პროგრამების, თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესის წარმართვა და საკურსო გამოცდების ჩატარება; - სტუდენტთა მიღების, სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გადმოყვანის, კურსზე დატოვების, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის განსაზღვრა; - წარჩინებულ კურსდამთავრებულთაგან მომავალი პედაგოგიური კადრების შერჩევა; - სასწავლო ბაზების თანამედროვე სასწავლო-ტექნიკური და საინფორმაციო საშუალებებით აღჭურვა; - ქართულ ენაზე ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნა, უცხო ენაზე არსებული სახელმძღვანელოების თარგმნა, სამედიცინო და ბიოლოგიური ტერმინოლოგიური ლექსიკონების შედგენა; - სამეცნიერო და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება; - საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობა. XVIII. თსა-ს კონტინგენტის ფორმირება - თსა-ში ზღვრული კონტინგენტის რაოდენობას ადგენს “ს.ს.ი.პ. – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი”; - თსა-ში სრული ზოგადი განათლების მქონე პირების ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით; - თსა-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების, ასევე მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; - თსა-ში სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე; - თსა-ში მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხული სტუდენტების გადანაწილება ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე - “სამკურნალო საქმე” და “სტომატოლოგია” ხორციელდება სტუდენტების სურვილის გათვალისწინებით; XIX. სტუდენტთა კურსზე დატოვება, სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა, მობილობა თსა-ში სტუდენტის კურსზე დატოვება, სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა, ასევე შიდა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობა რეგულირდება სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად. XX. კურსდამთავრებულთა დიპლომირება - დეკანის წარდგინებით, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით სტუდენტს, რომელმაც დააგროვა საგანმანათლებლო პროგრამით/კურიკულუმით გათვა-ლისწინებული კრედიტები ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია, გადაეცემა დიპ–ლომი, რომლის ფორმა შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე ფინანსთა სამინისტროებთან და უწყდება პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტის სტატუსი; - დიპლომთან ერთად კურსდამთავრებულს ეძლევა ECTS-ის ნიმუშის შესაბამისი დიპლომის დანართი; - სტუდენტს, რომელსაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო კურსების 75%-ში, ექნება შეფასება “ფრიადი”, ხოლო დანარჩენში შეფასება არანაკლებ ,,ძალიან კარგი” და “კარგი”, გადაეცემა დიპლომი “წარჩინებით”. XXI. დიპლომისშემდგომი განათლება თსა უფლებამოსილია განახორციელოს სარეზიდენტო და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამები. დიპლომისშემდგომ განათლებას ხელმძღვანელობს სპეციალური დეპარტამენტი და მისი მუშაობა რეგულირდება შესაბამისი დებულებით და სახელმწიფო ნორმატიული აქტებით. XXII. სტუდენტთა თვითმმართველობა თსა-ში სტუდენტთა თვითმმართველობის საქმიანობა რეგულირდება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით და შესაბამისი დებულებით. XXIII. სტუდენტთა უფლება-მოვალეობები თსა-ს სტუდენტებს უფლება აქვთ: - ისარგებლონ თსა-ს ბიბლიოთეკით, მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; - მონაწილეობა მიიღონ კვლევებში; - არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ თსა-ს ფაკულტეტის საბჭოს მუშაობაში; - თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და მართვის შესახებ; - მიიღონ ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; - დააფუძნონ ან გაერთიანდნენ სტუდენტურ ორგანიზაციებში. თსა-ს სტუდენტთა უფლებები გარანტირებულია საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ (თავი VI). თსა-ს სტუდენტებს ევალებათ: - შეასრულონ საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მოთხოვნები; - დაიცვან თსა-ს დებულება და შინაგანაწესი; - გაუფრთხილდნენ თსა-ს მატერიალურ ქონებას; - ხელი შეუწყონ თსა-ს შემდგომ განვითარებას. XXIV. ბიუჯეტი თსა-ს დაფინანსების წყაროებია: - სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური; - სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით; - რეზიდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური; - შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავლები; - გრანტები; - საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლები. თსა-ს ბიუჯეტს ადგენს თსა-ს საფინანსო სამსახური დირექტორთან ერთად. თსა-ს ბიუჯეტს წარადგენს თსა-ს დირექტორი და ამტკიცებს კერძო სამართლის იურიდიული პირის - შპს “პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის” პარტნიორთა კრება. რედაქტირებულია და დამტკიცებული პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 13 დეკემბრის სხდომის მიერ.
|






