ძვირფასო სტუდენტებო,
თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს არჩევნებს სტუდენტურ აკადემიაში შემდეგ პოზიციებზე:
ოპერაციების ხელმძღვანელი - ერთი საერთაშორისო სტუდენტი, რომელიც საქმიანობას შეუდგება არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე და მისი საქმიანობა გასტანს მომავალი წლის არჩევნებამდე (2024 წლის გაზაფხული).
ოპერაციების ხელმძღვანელი - ერთი ქართველი სტუდენტი, რომელიც საქმიანობას შეუდგება მიმდინარე წლის სექტემბრიდან და მისი საქმიანობა გასტანს მომავალი წლის არჩევნებამდე (2024 წლის გაზაფხული).
სტუდენტების ეთიკური ქცევის, პროფესიონალიზმის და კეთილდღეობის ხელმძღვანელი - ერთი საერთაშორისო სტუდენტი, რომელიც საქმიანობას შეუდგება არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე და მისი საქმიანობა გასტანს მომავალი წლის არჩევნებამდე (2024 წლის გაზაფხული).
სტუდენტების ეთიკური ქცევის, პროფესიონალიზმის და კეთილდღეობის ხელმძღვანელი - ერთი ქართველი სტუდენტი, რომელიც საქმიანობას შეუდგება მიმდინარე წლის სექტემბრიდან და მისი საქმიანობა გასტანს მომავალი წლის არჩევნებამდე (2024 წლის გაზაფხული).
კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი - ერთი სტუდენტი, რომელიც სრულყოფილად უნდა ფლობდეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენას. არჩეული სტუდენტი საქმიანობას შეუდგება მიმდინარე წლის სექტემბრიდან და მისი საქმიანობა გასტანს მომავალი წლის არჩევნებამდე (2024 წლის გაზაფხული).
ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 5
ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატურების წარდგენა 2023 წლის 27 აპრილს დაიწყება და 2023 წლის 14 მაისამდე გაგრძელდება.
სტუდენტური აკადემია არის თსა-ს სტუდენტური გაერთიანება, რომელიც ახორციელებს ექსტრაკურიკულურ აქტივობებს, ამასთანავე უზრუნველყოფს სტუდენტთა კეთილდღეობას, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრაციას და მათში ლიდერული თვისებების ამაღლებას.
კანდიდატურების წარდგენის პერიოდი დაიწყება რეგისტრაციის გახსნით (2023 წლის 27 აპრილი), სადაც სტუდენტებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა.
ხელმძღვანელების პოზიციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სტუდენტური აკადემიის დებულებაში.
არჩეული სტუდენტები ხელმძღვანელის პოზიციას იკავებენ ერთი წლის ვადით, მომდევნო არჩევნების გამოცხადებამდე. ერთი და იმავე სტუდენტის იგივე პოზიციაზე ზედიზედ 2 წლის ვადით არჩევა დაუშვებელია, თუმცა დასაშვებია იგივე სტუდენტის სხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩევა.
კანდიდატურის წარმდგენი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია (ბიოგრაფია, სამოქმედო გეგმა, ფოტოსურათი) განთავსდება ვებგვერდზე. კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის პერიოდში შეეძლებათ დაამატონ ახალი ინფორმაცია (ფოტოები/ვიდეოები) საკუთარი თავის შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ მეტი ხმის მოპოვებაში.
რეგისტრაცია:
კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე
რეგისტრაციის ვადის ამოწურვის მომენტისათვის არასრულად წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შემთხვევაში, კანდიდატი მოიხსნება არჩევნებიდან.
ვადაგადაცილებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
არჩევნების დღე:
არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი თარიღები: