თსა-ში სტუდენტთა მოტივაციის ზრდისა და მაღალი აკადემიური მოსწრების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს დაფინანსების შემდეგი პროგრამები:
სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 წლით, რომელიც 360 კრედიტს მოიცავს. სწავლების საფასური არის 5000 ლარი, სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. სტუდენტი პროგრამის გავლის შემდეგ მიიღებს დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაციას.
სასწავლო პროგრამა ექვსწლიანია და მოიცავს 360 კრედიტს. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სწავლის წლიური გადასახადი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს 5000 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს ინოვაციურ, ინტეგრირებულ კურიკულუმს, რომლის ფარგლებში სტუდენტს სწავლის პირველივე დღეებიდან აქვს შეხება კლინიკურ შემთხვევებთან, რეალურ და სიმულაციურ პაციენტთან; ინოვაციური სწავლების მეთოდოლოგია სტუდენტს გამოუმუშავებს დამოუკიდებელი სწავლის და გუნდური მუშაობის უნარებს; უადვილებს დააკავშიროს ერთმანეთთან საბაზისო საგნებში მიღებული ცოდნა და რეალური კლინიკური სიტუაცია.
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კომპეტენციების მისაღწევად და შესაფასებლად გამოიყენება სწავლა-სწავლების და შეფასების შემდეგი ინოვაციური მეთოდები:
თსა-ში მოქმედებს Erasmus+ (ევროპა), GEMx (მსოფლიო) და ბილატერალური სემესტრული გაცვლითი და მოკლევადიანი კლინიკური სტაჟირების პროგრამები: