საგრანტო პროგრამები


საგრანტო პროგრამა "სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა"

საგრანტო პროგრამის მიზანი

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (შემდგომში - თსა) საგრანტო პროგრამის "სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა" მიზანია ბიომედიცინის, ბიოტექნოლოგიის, მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების, სამედიცინო განათლების და მათი მომიჯნავე სამეცნიერო მიმართულებებით თსა-ს პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობას.

ძირითადი მოთხოვნები
  • სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 ან 12 თვე.
  • სამეცნიერო-კვლევით პროექტში სავალდებულოა მინიმუმ სამი სტუდენტის ჩართულობა. პროექტში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.
  • პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამავდროულად არის თსა-ს აკადემიური პერსონალი.

საგრანტო პროგრამის ადმინისტრირება

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საგრანტო პროგრამაში "სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა" მონაწილეობის მისაღებად 2020 წლის 24 აგვისტომდე სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე research@tma.edu.ge ქართულად და ინგლისურად წარმოდგენილი უნდა იყოს საგრანტო პროგრამის მე-4 მუხლის 4.12 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საგრანტო პროგრამის "სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა" დეტალებისათვის იხილეთ აღნიშნული საგრანტო პროგრამის მარეგულირებელი დოკუმენტი.

საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს საგრანტო პროგრამის მარეგულირებელი დოკუმენტის დანართი-1 განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია გისურვებთ წარმატებებს!
____________________________________________________________________________

საგრანტო პროგრამა „სამეცნიერო ღონისძიებები“
საგრანტო პროგრამის მიზანი
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საგრანტო პროგრამის „სამეცნიერო ღონისძიება“ მიზანია პერსონალის (აკადემიური და მოწვეული) და სტუდენტების მიერ სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარების ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები
სამეცნიერო ღონისძიება შეიძლება იყოს კონფერენცია, სეზონური სკოლა, ტრენინგი, დებატები, მასტერ-კლასი ან კომბინირებული ღონისძიება, რომელიც ჩატარდება პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ბაზაზე.
საპროექტო განაცხადი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინდივიდუალურად ან სამეცნიერო გუნდის სახელით.
სტუდენტის მიერ საპროექტო განაცხადის წარდგენისას სავალდებულოა მენტორის არსებობა.
სეზონური სკოლის შემთხვევაში სასწავლო აქტივობა მინიმუმ 18 სთ-ით უნდა განისაზღვროს.

საგრანტო პროგრამის ადმინისტრირება
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საგრანტო პროგრამაში „სამეცნიერო ღონისძიება“ მონაწილეობის მისაღებად 2020 წლის 20 დეკემბრამდე აპლიკანტის ან სამეცნიერო გუნდის ხელმძღვანელის მიერ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე research@tma.edu.ge წარმოდგენილი უნდა იყოს საგრანტო პროგრამის მე-3 მუხლის 3.6 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საგრანტო პროგრამის „სამეცნიერო ღონისძიება“ დეტალებისათვის იხილეთ აღნიშნული საგრანტო პროგრამის მარეგულირებელი დოკუმენტი .
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია გისურვებთ წარმატებას!

____________________________________________________________________________

 

საგრანტო პროგრამა „ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა“

საგრანტო პროგრამის მიზანი
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საგრანტო პროგრამის „ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა“ მიზანია:

  • სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა ბიომედიცინის, ბიოტექნოლოგიის, მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების, სამედიცინო განათლების და მათი მომიჯნავე სამეცნიერო მიმართულებებით.

ძირითადი მოთხოვნები

  • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საგრანტო პროგრამა „ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა“ გულისხმობს ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსებას.
  • ახალგაზრდა მეცნიერი უნდა იყოს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პერსონალი (აკადემიური/მოწვეული).
  • სტუდენტი უნდა იყოს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.
  • ახალგაზრდა მეცნიერს/სტუდენტს უნდა ჰყავდეს მენტორი.
  • ახალგაზრდა მეცნიერის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6-12 თვე
  • სტუდენტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 თვე.

საგრანტო პროგრამის ადმინისტრირება
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საგრანტო პროგრამაში „ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა“ მონაწილეობის მისაღებად 2020 წლის 24 თებერვლამდე აპლიკანტის მიერ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე research@tma.edu.ge წარმოდგენილი უნდა იყოს საგრანტო პროგრამის მე-4 მუხლის 4.12 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები. 

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საგრანტო პროგრამის „ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა“
დეტალებისათვის, იხილეთ აღნიშნული საგრანტო პროგრამის მარეგულირებელი დოკუმენტი.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია გისურვებთ წარმატებას!

____________________________________________________________________________;

 

საგრანტო პროგრამა „სამეცნიერო პუბლიკაცია“


საგრანტო პროგრამის მიზანი
თსა-ს პერსონალის (აკადემიური და მოწვეული) სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების ხელშეწყობა საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალებში ბიომედიცინის, ბიოტექნოლოგიის, მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების და მათი მომიჯნავე სამეცნიერო მიმართულებებით.

ძირითადი მოთხოვნები

    1. სამეცნიერო სტატიის პირველი და საკორესპონდენციო ავტორი უნდა იყოს თსა-ს პერსონალი.
    2. სამეცნიერო სტატიის პირველი და საკორენპონდენციო ავტორის ორმაგი აფილირების შემთხვევაში პირველ პოზიციაზე მითითებული უნდა იყოს აფილირება თსა-სთან.
    3. სამეცნიერო სტატიას შეიძლება ჰყავდეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) ავტორი.
    4. საგრანტო პროგრამა „სამეცნიერო პუბლიკაცია“ გულისხმობს მხოლოდ Google Scholar, Scopus, Web of Science, ERIH PLUS ბაზებში ინდექსირებულ საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების ხარჯების ანაზღაურებას.

საგრანტო პროგრამის ადმინისტრირება

  1. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2020 წლის 20 დეკემბრამდე აპლიკანტის მიერ ელექტრონული ფოსტის მისამართზე research@tma.edu.ge, წარმოდგენილი უნდა იყოს:

ა) სამეცნიერო სტატია;
ბ) ინფორმაცია სამეცნიერო ჟურნალის შესახებ, რომელშიც იგეგმება სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება;
გ) ინფორმაცია სამეცნიერო სტატიის პუბლიკაციის ხარჯების ოდენობის შესახებ.

  1. განაცხადის განხილვა და აპლიკანტისათვის შედეგის გამოცხადება განაცხადის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელდება.