საგრანტო პროგრამები
დანართი 1 დანართი 2 დანართი 3
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საგრანტო პროგრამა „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა“
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (შემდგომში - თსა) საგრანტო პროგრამის „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა“ მიზანია ბიომედიცინის, ბიოტექნოლოგიის, მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების, სამედიცინო განათლების და მათი მომიჯნავე სამეცნიერო მიმართულებებით:
- თსა-ს პერსონალის (აკადემიური და მოწვეული), ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა;
- თსა-ს პერსონალის (აკადემიური და მოწვეული), ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების ხელშეწყობა საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალებში;
- თსა-ს პერსონალის (აკადემიური და მოწვეული), ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინიცირებული სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საგრანტო პროგრამის „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა“ დეტალებისათვის იხილეთ აღნიშნული საგრანტო პროგრამის მარეგულირებელი დოკუმენტი
თსა-ს პერსონალის (აკადემიური და მოწვეული) სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6, 9 ან 12 თვე.
- სამეცნიერო-კვლევით პროექტში სავალდებულოა მინიმუმ სამი სტუდენტის ჩართულობა. პროექტში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხორციელდება.
- სამეცნიერო-კვლევით პროექტს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამავდროულად არის თსა-ს პერსონალი.
- საპროექტი განაცხადი უნდა მოიცავდეს საგრანტო პროგრამის მე-4 მუხლის 4.13 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და წარმოდგენილი უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] ქართულად და ინგლისურად. სამეცნიერო-კვლევითი პროექტი გაფორმებული უნდა იყოს საგრანტო პროგრამის მარეგულირებელი დოკუმენტის დანართი 1-ით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
- სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო განაცხადების ელექტრონულად წარმოდგენის ვადებად განისაზღვრა 2021 წლის 19 აპრილი, 26 ივლისი და 25 ოქტომბერი.
ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობა
- ახალგაზრდა მეცნიერის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხანგრძივობა შეიძლება იყოს 6, 9 ან 12 თვე.
- სტუდენტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3 ან 6 თვე.
- ახალგაზრდა მეცნიერი უნდა იყოს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პერსონალი (აკადემიური ან მოწვეული).
- სტუდენტი უნდა იყოს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.
- ახალგაზრდა მეცნიერს/სტუდენტს უნდა ჰყავდეს მენტორი.
- ახალგაზრდა მეცნიერის სამეცნიერო-კვლევით პროექტში სავალდებულოა მინიმუმ ერთი სტუდენტის ჩართულობა. პროექტში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხორციელდება.
- საპროექტი განაცხადი უნდა მოიცავდეს საგრანტო პროგრამის მე-5 მუხლის 5.14 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და წარმოდგენილი უნდა იყოს ახალგაზრდა მეცნიერის/სტუდენტის მიერ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] ქართულად და ინგლისურად. სამეცნიერო-კვლევითი პროექტი გაფორმებული უნდა იყოს საგრანტო პროგრამის მარეგულირებელი დოკუმენტის დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
- სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო განაცხადების ელექტრონულად წარმოდგენის ვადებად განისაზღვრა 2021 წლის 19 აპრილი, 26 ივლისი და 25 ოქტომბერი.
თსა-ს პერსონალის (აკადემიური და მოწვეული), ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების ხელშეწყობა საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალებში
- სამეცნიერო სტატიის პირველი და საკორესპონდენციო ავტორი უნდა იყოს თსა-ს პერსონალი (ადმინისტრაციული, აკადემიური და/ან მოწვეული), ახალგაზრდა მეცნიერი და/ან სტუდენტი.
- სამეცნიერო სტატიის პირველი და საკორენპონდენციო ავტორის ორმაგი აფილირების შემთხვევაში პირველ პოზიციაზე მითითებული უნდა იყოს აფილირება თსა-სთან.
- სამეცნიერო სტატიას შეიძლება ჰყავდეს მაქსიმუმ 8 (რვა) ავტორი.
- იგულისხმება მხოლოდ Google Scholar, Scopus, Web of Science, ERIH PLUS ბაზებში ინდექსირებულ საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების ხარჯების ანაზღაურება.
- აპლიკაცია უნდა მოიცავდეს საგრანტო პროგრამის მე-6 მუხლის 6.10 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected].
- აპლიკაციის ელექტრონულად წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 20 დეკემბერი.
თსა-ს პერსონალის (აკადემიური და მოწვეული), ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინიცირებული სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა
- სამეცნიერო ღონისძიება შეიძლება იყოს კონფერენცია, სეზონური სკოლა, ტრენინგი, დებატები, მასტერ-კლასი ან კომბინირებული ღონისძიება, რომელიც ჩატარდება პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ბაზაზე.
- საპროექტო განაცხადი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინდივიდუალურად ან სამეცნიერო გუნდის სახელით.
- სტუდენტის მიერ საპროექტო განაცხადის წარდგენისას სავალდებულოა მენტორის არსებობა.
- სეზონური სკოლის შემთხვევაში სასწავლო აქტივობა მინიმუმ 18 სთ-ით უნდა განისაზღვროს.
- განაცხადი უნდა მოიცავდეს საგრანტო პროგრამის მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და წარმოდგენილი უნდა იყოს აპლიკანტის მიერ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] ქართულად და ინგლისურად. საპროქტო განაცხადი გაფორმებული უნდა იყოს საგრანტო პროგრამის მარეგულირებელი დოკუმენტის დანართი 5-ით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
- განაცხადის ელექტრონულად წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 20 დეკემბერი.