თბილისის სამედიცინო აკადემია
ჩვენს შესახებ
რექტორის მიმართვა
თსა-ს ისტორია
აკადემიური პერსონალი
ადმინისტრაციული პერსონალი
სტრუქტურა
როგორ იქმნებოდა ლოგო
მისია, მიზნები და ამოცანები
სტრატეგიული განვითარების გეგმა
მარეგულირებელი დოკუმენტები
სკოლები
მედიცინა
სამკურნალო საქმე
ინგლისურენოვანი მედიცინა
დეკანის მიმართვა
დიპლომისშემდგომი განათლება
გზამკვლევი პედაგოგებისთვის
ჯანდაცვის სკოლა
სიახლეები
კვლევა
საგრანტო პროგრამები
სამეცნიერო ღონისძიებები
კვლევითი აქტივობები
საბავშვო უნივერსიტეტი
საერთაშორისო ურთიერთობები
დეპარტამენტის შესახებ
საერთაშორისო თანამშრომლობა
უცხო ქვეყნების მოქალაქეების ჩარიცხვა
Erasmus+
საერთაშორისო მობილობა
ინსტიტუციური განვითარების პროექტები
განხორციელებული პროექტები
AMO
პარტნიორი კომპანიები
ბლოგი
ინსტიტუციური კულტურა
ქარ
Eng
გენეტიკა და ხელოვნება
გენეტიკა გენების, მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის კანონზომიერებების შემსწავლელი მეცნიერებაა. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ გენები ორგანიზმის კონკრეტულ მახასიათებელს (მაგალითად, თმის და თვალის ფერს) განსაზღვრავს. თუმცა სხვადასხვა მიზეზით შესაძლოა მოხდეს გენების დაზიანება და როგორც შედეგი დაავადების განვითარება.
გენეტიკური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, თუმცა ისინი ხელოვანთათვისაც არ დარჩა შეუმჩნეველი. იტალიის ქალაქ მანტუაში გონზაგას სასახლის საქორწინო დარბაზის ერთ-ერთ ფრესკაზე (მხატვარი ანდრეა მანტენია, 1431-1506 წწ) დაბალი ტანის მოსამსახურეა გამოსახული. ამ ფრესკაში შესაძლებელია 1 ტიპის ნეიროფიბრომატოზისათვის დამახასიათებელი ვიზუალური ნიშნების ამოცნობა. ეს გენეტიკური დაავადება მე-17 ქრომოსომაში ლოკალიზებული გენის მუტაციით არის განპირობებული და აუტოსომურ-დომინანტური დამემკვიდრებით ხასიათდება. დაავადება 1882 წელს აღიწერა გერმანელი ექიმის, ფრიდრიხ დანიელ ფონ რეკლინგჰაუზენის, მიერ.