„პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის“ (თსა) ბიბლიოთეკა წარმოადგენს საინფორმაციო, სამეცნიერო და კულტურულ სტრუქტურულ ერთეულს, რომლითა სარგებლობის საშუალებაც აქვთ თსა-ს სტუდენტებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციულ პერსონალს. ბიბლიოთეკის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ბიბლიოთეკარი.
თსა-ს ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა. ბიბლიოთეკაში, მომხმარებლის / სტუდენტის გაწევრიანებისას, ინტეგრირებული საბიბლიოთეკო მართვის ელექტრონული სისტემის - KOHA - მკითხველთა მოდულის შევსება ხდება საკონტაქტო მონაცემების მიხედვით - სახელი/გვარი, ეროვნება, ქალაქი, მისამართი/ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, სწავლების წელი. უფასოა აგრეთვე, ბიბლიოთეკის, როგორც წიგნადი, ასევე, ელექტრონულ მატარებლებზე არსებული ფონდით, პერიოდული გამოცემებით სარგებლობა და ინტერნეტმომსახურება.
ეფექტიანი სერვისის და თანამედროვე რესურსების მიწოდების გზით, მიმზიდველი გარემოს შეთავაზება სტუდენტებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესისა და კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების ხელშეწყობისთვის
დღე | სამუშაო საათები |
---|---|
ორშაბათი | 9.00 - 21.00 |
სამშაბათი | 9.00 - 21.00 |
ოთხშაბათი | 9.00 - 21.00 |
ხუთშაბათი | 9.00 - 21.00 |
პარასკევი | 9.00 - 21.00 |
შაბათი | 10.00 - 18.00 |
კვირა | დასვენების დღე |
თსა-ს ბიბლიოთეკა ასევე უზრუნველყოფს წვდომას შემდეგ რესურსებზე: