თბილისის სამედიცინო აკადემია

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე
2021-11-26
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

#გაანარინჯისფერესამყარო

გენდერული ნიშნით ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში, თსა-მ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

ღონისძიების ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ექსპერტმა სოფიო ტაბაღუამ, ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ნეგატიური ზეგავლენისა და შედეგების შესახებ.სტუდენტები ასევე გაეცნენ ამერიკელი ფოტოგრაფის სტეფანი სინკლერის ობიექტივით დანახულ დოკუმენტურ ფოტოპროექტს, რომელშიც წარმოდგენილი იყო გენდერული ნიშნით ძალადობისაგან დაზარალებული ქალების ისტორიები. ფოტოპროექტი წარადგინა ჟურნალ National Geographic საქართველოს ყოფილმა გამომცემელმა თათა კვაჭაძემ.


თსა სოლიდარობას უცხადებს  გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღე გრძელდება.