2021-11-29
დისპეპსიისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსის მართვის თანამედროვე
ასპექტები
კამპანია "#მევზრუნავშენზე" ფარგლებში, თსა-ში ჩატარდა მორიგი ვებინარი
"დისპეპსიისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსის მართვის თანამედროვე
ასპექტები“. ღონისძიებას უძღვებოდა თსა-ს ასოცირებული პროფესორი,
მედიცინის დოქტორი ანა რეხვიაშვილი. ვებინარის ფარგლებში თბილისის,
მესტიის, ქუთაისის და სხვა რეგიონების ექიმებს მიეწოდათ უახლესი
სამეცნიერო მტკიცებულებები აღნიშნული დაავადების მართვის შესახებ.