აპრილის თვის ღია კარის დღეები თსა-ში
ძვირფასო აბიტურიენტებო!
თსა გიწვევთ აპრილის თვის ღია კარის დღეებზე - #1დღეთსაში
4 აპრილი - 16:00-18:00
14 აპრილი - 16:00-18:00
28 აპრილი - 16:00-18:00
მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სიმულაციურ ტრენინგში "ერთი დღე კლინიკაში“ და სრულიად უსაფრთხო გარემოში სამედიცინო სიმულატორებსა და მულაჟებზე ჩაატაროთ სამედიცინო პროცედურები:
ასევე, აბიტურიენტებს შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ თსა-ს სასწავლო-კვლევით ლაბორატორიას და აკადემიის სტუდენტების დახმარებით, თავად ჩაატაროთ გარკვეული ლაბორატორიული სამუშაოები:
თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას აკადემიის სასწავლო და გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიის შესახებ.
მეგზურობას და მენტორობას კი თსა-ს სტუდენტები გაგიწევენ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ სესიაზე დასაშვებია 20 აბიტურიენტის რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი: სარეგისტრაციო ბმული
გახსოვდეთ, რომ მედიცინა იწყება აქ!
#040
#თსა