*/
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, თსა-ს პერსონალის ექვსმა წარმომადგენელმა რადბაუდის უნივერსიტეტის (ნაიმეგენი, ნიდერლანდები) საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგ-კურსები მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ჩატარდა და თემები თავად მონაწილეებმა შეარჩიეს თსა-ს სტრატეგიული მიზნების და ამოცანების შესაბამისად, რაც მოიცავდა შემდეგს:
რადბაუდის უნივერსიტეტი თსა-ს ხანგრძლივი და სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. არსებული პარტნიორობა მოიაზრებს თსა-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მოკლევადიან მივლინებას რადბაუდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის სხვადასხვა კურსზე. თანამშრომლობის ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, ვინაიდან, შემოთავაზებული მრავალფეროვანი სასწავლო კურსებიდან აკადემიას შესაძლებლობა ეძლევა შეარჩიოს მიმართულებები ინსტიტუციური პრიორიტეტების გათვალისწინებით, რაც ამავდროულად პერსონალის პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.