*/
მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, 2022-23 სასწავლო წლის
შემოდგომის სემესტრში, აცხადებს 20 ადგილს მობილობის მსურველი
სტუდენტებისათვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
-სამკურნალო საქმე (10 ადგილი)
-ინგლისურენოვანი მედიცინა (10 ადგილი)
• ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობაზე რეგისტრაცია
განხორციელდება 2022 წლის 22 აგვისტოდან - 7 სექტემბრის 18:00 საათამდე.
• თსა-ში მობილობისთვის აუცილებელი წინაპირობაა სტუდენტს გადალახული ჰქონდეს
თსა-ში 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არსებული მინიმალური კომპეტენციის
ზღვარი შემდეგ საგნებში:
-ქართული ენა და ლიტერატურა - 40%;
-ბიოლოგია - 45%
-უცხო ენა - (სამკურნალო საქმე 50%, მედიცინა-ინგლისურენოვანი 75%),
-არჩევითი საგანი (ქიმია, ფიზიკა ან მათემატიკა) -45%;
• მობილობა განხორციელდება პირველიდან - მეექვსე სემესტრის ჩათვლით,
კრედიტების აღიარება მოხდება 150 კრედიტის ფარგლებში.
• სტუდენტმა, რომელიც პორტალზე მოიპოვებს თსა-ში მობილობით ჩარიცხვის უფლებას
უნდა მიმართოს თსა-ს დეკანატს განცხადებით და პირადი საქმის ასლებით9 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
• მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
-პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-სრული ზოგადი განათლების /ატესტატის ასლი;
-პირველი კურსზე ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი;
-წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
-სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
-ცნობა - შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - ერთიან ეროვნულ
გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ;
-სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ბრძანების
ასლი/ამონაწერი.
• მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა, აღიარებული კრედიტების
სტუდენტებისთვის გაცნობა/თანხმობა - 22 სექტემბრის ჩათვლით.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 0322912484 ან მოგვწერეთ
შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]