თსა-ში ჩარიცხული პირველკურსელებისთვის ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის 15:00 საათამდე.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს - https://docs.google.com/forms/d/1FVtDDon-ygCPW-NtxFneCBTlSFPTHzcZ3R2xmoVkAwg/edit
ელექტრონული რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:
დაფინანსება:
თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტს სთავაზობს ორი ტიპის შიდა დაფინანსებას:
შემდეგ აკადემიურ წლებში სტუდენტი სწავლის გადასახადს დაფარავს მოპოვებული სახელმწიფო გრანტის შესაბამისად:
50%-იანი გრანტის მფლობელი - 4000 -1125 = 2875 ლარს
70 %-იანი გრანტის მფლობელი - 4000 -1575 = 2425 ლარს
100 %-იანი გრანტის მფლობელი - 4000 -2250 = 1750 ლარს
გადახდის გრაფიკი:
თუ სტუდენტი ვერ ახერხებს სწავლის საფასურის 50% -ის გადახდას სემესტრის დაწყებამდე და სურს დაყოს რამდენიმე ნაწილად შეუძლია ისარგებლოს თსა-ს მიერ შეთავაზებული ფინანსური გრაფიკით.
თანხის დაფარვა შესაძლებელია 4 ეტაპად:
I ნაწილის დაფარვა - რეგისტრაციამდე
II ნაწილის დაფარვა - 2022 წლის 15 დეკემბრამდე
III ნაწილის დაფარვა - II სემესტრის დაწყებამდე.
IV ნაწილის დაფარვა - 2023 წლის 15 მაისამდე
რეკვიზიტები:
თანხის ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ საბანკო რეკვიზიტზე:
დასახელება: შპს პ. შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
საქართველოს ბანკი - ნებისმიერი ფილიალი ბ/კოდი: BAGAGE 22
ანგარიშის ნომერი: GE09BG0000000624481701
დანიშნულება: სწავლის საფასური (მიუთითეთ სახელი, გვარი, კურსი და სემესტრი)
ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელ: 571 14 85 83
მოსამზადებელი სასწავლო კურსი ქიმიაში დაიწყება 6 სექტემბერს და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით. ლექციები ჩატარდება დისტანციურად. დეტალური ინფორმაცია ლექციების განრიგის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება. აღნიშნული კურსის გავლა სასურველია ყველა პირველკურსელისთვის.
საორიენტაციო კვირეული პირველკურსელთათვის 12 სექტემბერს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს. მისი მიზანია თსა-ს მისიის გაცნობა, სასწავლო პროგრამების განხილვა, შეფასების სისტემისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სხვ.
საორიენტაციო კვირეულის პირველი შეხვედრა 12 სექტემბერს 10:00 საათზე გაიმართება (თსა, მეორე სართული, საკონფერენციო ოთახი).
საორიენტაციო კვირეულის განრიგი
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ სასწავლო წელი თსა-ში 12 სექტემბერს დაიწყება.