2022-10-07
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ბაზისური მედიცინის მიმართულება:
- პათოლოგიის დეპარტამენტი - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი); ასისტენტი (1 ადგილი);
- გენეტიკა-ბიოქიმიის დეპარტამენტი - ასისტენტი (2 ადგილი);
- ფიზიოლოგია/ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი - ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
- მიკრობიოლოგია/იმუნოლოგიის დეპარტამენტი - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
- ანატომია/ჰისტოლოგია/ემრიოლოგიის დეპარტამენტი - ასისტენტ-პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტი (2 ადგილი);
კლინიკური მედიცინის მიმართულება:
- შინაგანისნეულებები - ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (2 ადგილი);
- ლაბორატორიულიმედიცინა - ასოცირებული პროფესორი (3 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
- მეანობა-გინეკოლოგია- ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (2 ადგილი);
- პედიატრია- ასოცირებული-პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (2 ადგილი);
- საზოგადოებრივიჯანდაცვა - ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტი (1 ადგილი);
- კლინიკურიუნარ-ჩვევები - ასისტენტი (2 ადგილი);
- ანესთეზიოლოგია- ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
- საოჯახომედიცინა - ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
- რადიოლოგია- ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
- ზოგადიქირურგია - ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
- ტრავმატოლოგია- ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
- გადაუდებელიმედიცინა - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
- დერმატოვენეროლოგია- პროფესორი (1 ადგილი);
კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
- რეზიუმე(CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- ნასამართლეობის ცნობა;
- კონკურსში მონაწილობის ყველა მსურველისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა, რომელიც უნდა დასტურდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით:
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილებით;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულებით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert).
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- სულ მცირე 6 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
- სამოტივაციო წერილი თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდი);
- დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
- ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
- სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი წარმოდგენილი უნდა იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
- კლინიკური მიმართულებით კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- სულ მცირე 3 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
- სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
- ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
- კლინიკური მიმართულებით არჩევის პრეტენდენტმადამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამის საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
- კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 3 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილებს დამადასტურებელი დოკუმენტი;
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
- კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა - უნდა წარმოადგინოს კლინიკური მიმართულებით დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
- რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისგან;
პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაძლებელია იქნეს არჩეული პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით, რაც უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
- გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
- აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
- სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
- ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
- სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 07-09 ნოემბრის 11-დან 17 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი 302. ტელ: 291 24 84; ელ.ფოსტა [email protected];
კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 17 ნოემბერს.