საქართველომ ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამედიცინო განათლების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუციების წარმომადგენლები: სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME), ევროპის საუნივერსიტეტო ასოციაცია - სადოქტორო განათლების საბჭო (EUA-CDE), ბიომედიცინის სადოქტორო განათლების ორგანიზაცია და ჯანდაცვითი მეცნიერებები ევროპულ სისტემაში (ORPHEUS) და მედიცინის სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (IFMSA). მონაწილეებს შორის კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სამედიცინო აკადემია. თსა-ს წარმომადგენლებმა სამი თემა წარადგინეს:
მომხსენებლებს შორის იყვნენ სამედიცინო განათლების დარგში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტები და ლიდერები: დევიდ გორდონი - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, მანჩესტერის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი (დიდი ბრიტანეთი); ჰარმ პიტერსი - ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტი, შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორი, (გერმანია); ალექსანდრე ჰასგალი - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სადოქტორო განათლების საბჭოს ხელმძღვანელი; რობინ სტივენსონი - European CME Journal-ის მთავარი რედაქტორი, მედიცინის ემერიტუს პროფესორი, გლაზგოს უნივერსიტეტი, (დიდი ბრიტანეთი); იანუშ იანჟუკოვიჩი ლოძის უნივერსიტეტის პროფესორი (პოლონეთი), ნებოჟა ლალიჩი - ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორი (სერბეთი) და კრის სკოტერი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ადამიანური რესურსების ექსპერტი.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ მომხსენებლები უკრაინიდან, უნგრეთიდან, ლიეტუვიდან და ათზე მეტი ინსტიტუციის წარმომადგენელი საქართველოდან.
კონფერენციას მასპინძლობდა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.