თბილისის სამედიცინო აკადემია

Მედიცინა და მეცნიერება 2022
2022-10-31
Მედიცინა და მეცნიერება 2022

Პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 7 დეკემბერს ატარებს  სტუდენტურ სიმპოზიუმს “მედიცინა და მეცნიერება 2022”. ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტური კვლევების და სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობას. 

სტუდენტურ სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით კვლევითი აქტივობებით დაინტერესებულ ყველა სტუდენტს. ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური; ის ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით.

აბსტრაქტების წარმოდგენა სიმპოზიუმისთვის “მედიცინა და მეცნიერება 2022” შესაძლებელია ელექტრონულად 2022 წლის 20 ნოემბრამდე. ამისთვის, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc_5nlYttONRFCGH5cy6HEcGldYlgoUMbzCVxLZVVHstDOQCg/viewform

ღონისძიებაში მონაწილეობისათვის აბსტრაქტების შერჩევას განახორციელებს სიმპოზიუმის სამეცნიერო კომიტეტი. აღნიშნული კომიტეტის გადაწყვეტილებით, სტუდენტურ სიმპოზიუმში “მედიცინა და მეცნიერება 2022” მონაწილეობისათვის არ განიხილება ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე შესრულებული ნაშრომები - ესსე; გამონაკლისს წარმოადგენს მეტა-ანალიზი. 

აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე; მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 350 სიტყვას. აბსტრაქტის რეკომენდებული სტუქტურაა:

  • Სათაური

  • Საკვანძო სიტყვები

  • Შესავალი

  • Მეთოდ(ებ)ი

  • Შედეგ(ებ)ი

  • დასკვნ(ებ)ი.

კითხვების შემთხვევაში და ასევე დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected].