თბილისის სამედიცინო აკადემია

თბილისის ნეიროქირურგიული სიმპოზიუმი
2022-11-11
თბილისის ნეიროქირურგიული სიმპოზიუმი
საქართველომ "თბილისის ნეიროქირურგიულ სიმპოზიუმს“ უმასპინძლა. სიმპოზიუმის პროგრამა მოიცავდა არა მხოლოდ ნეიროქირურგიას, არამედ ნევროლოგიას, ნეირორადიოლოგიასა და სხვა მომიჯნავე სფეროებს.

სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებულმა პროფესორმა, უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის მენეჯერმა მაკა ზარნაძემ მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის თემა იყო „გამოწვევები სამედიცინო განათლებაში საქართველოში“.

პანელის მონაწილეებმა მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა სტუდენტთა მენტალური ჯანმრთელობის საკითხები სამედიცინო სკოლებში, ნეიროქირურგიის სასწავლო კურსის ადგილი საგანმანათლებლო პროგრამაში, კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარება სტუდენტებში, გამოწვევები კლინიკური სწავლების ეტაპზე და სხვ. პანელის მონაწილეებმა ასევე უპასუხეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

დენდი საქართველოს ორგანიზებით გამართულ სიმპოზიუმში რეგიონული ქვეყნების წამყვანი ნეიროქირურგები და ნევროლოგები მონაწილეობდნენ. გამომსვლელთა სიაში იყვნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები და ექიმები: ზაალ კოკაია, ალექსანდრე ცისკარიძე, ნეჯათ აქალანი და სხვ.