თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამებზე
2023-05-16
თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამებზე

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას შემდეგ სარეზიდენტო პროგრამებზე:

  • დერმატოვენეროლოგია (1 ადგილი)
  • ენდოკრინოლოგია (1 ადგილი)

რეზიდენტურაში მიღება მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან შესაბამისი ცნობის საფუძველზე.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2023 წლის 15 მაისიდან  19  მაისის  ჩათვლით.

წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

  1. განცხადება აკადემიის რექტორის სახელზე (გთხოვთ, ჩამოტვირთოთ და შეავსოთ ფორმა)
  2. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომის ასლი
  3. პირადობის მოწმობის ასლი
  4. მაძიებლის მოწმობის ასლი
  5. რეზიუმე (CV)
  6. ფოტო-სურათი

ჩარიცხვა მოხდება მაძიებლების მიერ მიღებული ქულების გათვალისწინებით და მათთან ჩატარებული გასაუბრების და ტესტირების  საფუძველზე, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 24-25 მაისს თბილისის სამედიცინო აკადემიაში. დამატებითი დეტალების შესახებ გეცნობებათ თქვენს მიერ მოწოდებულ ელ.მისამართზე.

გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

საკონტაქტო ინფორმაცია:

599 51 85 80

ნინო უზნაძე

რეზიდენტურის სამსახურის ხელმძღვანელი