2021-04-27
ცხადდება კონკურსი ვილნიუსის უნივერსიტეტში
თსა-ს „მედიცინის“ და „ინგლისურენოვანი მედიცინის“ პროგრამის სტუდენტების
საყურადღებოდ!
ცხადდება კონკურსი ვილნიუსის უნივერსიტეტში (ლიეტუვა) Erasmus+
პროგრამით მობილობის მსურველებისათვის, რომელიც დაგეგმილია 2021-2022
სასწავლო წლის ფარგლებში. მობილობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 5
თვით (1 სემესტრი) და სრულიად ფინანსდება ევროკავშირის გრანტის მიერ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-V კურსის სტუდენტებს,
რომელთა საშუალო შეწონილი ქულა (GPA) აღემატება 2.0-ს და ფლობენ
ინგლისურ ენას B2 დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა 2021 წლის 12
მაისის ჩათვლით: https://forms.gle/kdh9VVC1EJ6QSXvQ7
დარეგისტრირებულ კანდიდატებთან ჩატარდება ინგლისური ენის ტესტი და
გასაუბრება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსა-ს საერთაშორისო
დეპარტამენტს მეილზე:
[email protected]
გისურვებთ წარმატებას!