2017-11-20
"სტუდენტური აკადემია"
ძვირფასო სტუდენტებო!
2017 წლის ნოემბერში თვითმმართველობის წევრების ინიციატივით და რექტორის ბრძანებით #198 03.11.2017 გაუქმდა თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა.
თვითმმართველობის გაუქმების შემდეგ შეიქმნა ახალი კავშირი - "სტუდენტური აკადემია", რომლის ფუნქციონირებაც ეყრდნობა კლუბური სისტემის პრინციპს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2017 წლის 20 ნოემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა პრეზენტაცია, რომელშიც „სტუდენტური აკადემიის“ კომიტეტების წევრებმა გააცნეს თსა-ს სტუდენტებს კავშირის ფუნქციონირების პრინციპები და კომიტეტების 2017-2018 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმები.
გაცნობებთ, რომ კომიტეტებში გაწევრიანება შეუძლია ყველა კურსის სტუდენტს. გაწევრიანებისათვის მიმართეთ არსებული კომიტეტების ხელმძღვანელებს.
თსა მიესალმება სტუდენტების მსგავს ინიციატივებს და მხარდაჭერას უცხადებს მათ სამომავლო საქმიანობას.