2017-11-17
კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
აცხადებს კონკურსი
შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
- ადამიანის ანატომია (ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- პათოლოგია (პათოლოგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- ფიზიოლოგია (ფიზიოლოგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- ფარმაკოლოგია (ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- იმუნოლოგია (მიკრობიოლოგია/იმუნოლოგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- შინაგანი სნეულებანი (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- ფსიქიატრია (ფსიქიატრიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- ენდოკრინოლოგია (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- გადაუდებელი მედიცინა და ტოქსიკოლოგია (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- ნეიროქირურგია (ქირურგიის დეპარტამენტი) - პროფესორი (1 ადგილი)
- ზოგადი ქირურგია (ქირურგიის დეპარტამენტი) -ასისტენტი (1 ადგილი)
- ტრავმატოლოგია (ქირურგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- ქცევითი და სოციალური მეცნიერებები (ქცევითი და სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- სამედიცინო ეთიკა და სამართლებრივი დისციპლინები (ქცევითი და სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
- ავტობიოგრაფია (CV)
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი;
პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდზე);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
- დისციპლინის სწავლების კონცეფცია;
- სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
- მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
- აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
- სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
- ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
- სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
- მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
- აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
- სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
- ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
- სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 2 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისგან.
აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესს და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საიტზე.
საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით 10-დან 16 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული. ტელ: 291 24 84; ელ.ფოსტა [email protected]; ვებგვერდი www.tma.edu.ge.
კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 29 დეკემბერს.