2019-05-17 პერსონალის საერთაშორისო ტრენინგი
თბილისის სამედიცინო აკადემიის თანამშრომელი ნატალია კოჭლაშვილი - Erasmus+ პროექტების კოორდინატორი, 6-დან 10 მაისის ჩათვლით ესპანეთში, გრანადას უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაესწრო პერსონალის საერთაშორისო ტრენინგის კვირეულს.
ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა განიხილეს მრავალი საკითხი და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, მათ შორის: სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა, ინსტიტუციური თანამშრომლობა - განვითარება.
აგრეთვე, ტრენინგის კვირეულმა ხელი შეუწყო ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებს შორის.