
2019-09-27
სამეცნიერო ფესტივალის მესამე დღე
დღე მე-3 „შეეხე მედიცინას“ დაეთმო თსა-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს.
წარდგენილ იქნა, თსა-ს 2019 წლის სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებული შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები:
„მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებში ბაზალური მსხვილუჯრედოვანი ბირთვის მნიშვნელობის კვლევა ქცევით, სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე“;
„CDH1 მუტაციის, Ki67-ის, P53-ის და HER2-ის თანააექსპრესიის თავისებურებანი კუჭის დიფუზური ტიპის კარცინომაში“;
„FOXP3 გენის ექსპრესია, როგორც მეტასტაზის განვითარების რისკ-ფაქტორი“;
„ჯანსაღი ცხოვრების წესის შეფასება და შედარებითი ანალიზი სამედიცინო და არასამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს შორის საქართველოში“;
„საკვერცხის კისტის მქონე ქალების სისხლში არსებული და ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან დაკავშირების უნარის მქონე ბუნებრივი ანტისხეულების შესწავლა“;
„ადამიანებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი საკვებისმიერი და წყლისმიერი ბაქტერიული პათოგენების შესწავლა“.
თსა-ში სამეცნიერო სემინარი გაიმართა „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში.