2019-11-05
პროფესორი, ნელე მიშელსის ვიზიტი თსა-ში
თბილისის სამედიცინო აკადემიას ეწვია ანტვერპენის (ბელგია) უნივერსიტეტის
პროფესორი, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი ნელე მიშელსი.
პროფესორი, ნელე მიშელსი თსა-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და გამართა
შეხვედრები აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. დაათვალიერა თსა-ს
განახლებული კლინიკური უნარ-ჩვევების და ობიექტურად სტრუქტურირებული
გამოცდების ცენტრი, გაეცნო როგორც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაში
არსებულ სიახლეებს, ასევე სადოქტორო პროგრამას „მედიცინის მეცნიერებები“. აგრეთვე
ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა Erasmus+
თანამშრომლობა პერსონალის და სტუდენტების მობილობის მიზნით, როგორც თსა-დან,
ასევე ანტვერპენის უნივერსიტეტიდან.