2019-12-14
ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსა-ში
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა
პოლონეთის ქ. ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს:
პროფესორი სებასტიან კლოსეკი - ინგლისურენოვანი პროგრამის ვიცე დეკანი,
სტომატოლოგიური ფაკულტეტის კოორდინატორი;
ალექსანდრა კარასი - საერთაშორისო დეპარტამენტის კოორდინატორი.
დელეგაცია სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა თსა-ს რექტორს, ირინე
შოთაძეს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. შეხვედრისას განიხილეს
სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, პერსონალის და სტუდენტების
მობილობის შესაძლებლობები Erasmus+ და ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში.
სტუმრებმა დაათვალიერეს თსა-ს განახლებული კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი,
კვლევითი ლაბორატორია, ხოლო განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თსა-ში
დანერგილმა ვირტუალური სწავლების მეთოდმა.