პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) მონაწილეობით და მხარდაჭერით 2022 წლის 16-18 ივნისს გაიმართა „დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი - ITC2022”. ღონისძიების ფარგლებში, 2022 წლის 16 ივნისს თსა-მ უმასპინძლა დერმატოქირურგიის კურსს. გარდა ამისა, კონგრესის მონაწილე საუკეთესო კვლევის ახალგაზრდა ავტორი დაჯილდოვდა პეტრე შოთაძის სახელობის გრანტით.
„დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი - ITC2022“ ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტის ნომერი MG-ISE-22-125). ღონისძიება აკრედიტებული იყო „უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭო“-ს (EACCME®) მიერ.
„დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესის - ITC2022“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ოფიციალურ საიტს - https://itc2022.photoderm.org/