თბილისის სამედიცინო აკადემია

Მედიცინა და მეცნიერება 2022

Მედიცინა

Პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) 7 დეკემბერს 30 წლისთავისადმი საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ჩაატარა საერთაშორისო სტუდენტური სიმპოზიუმი “მედიცინა და მეცნიერება 2022”. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტური კვლევების და სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობას. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თსუ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - თსსუ, თსა), უნგრეთის (პეჩის უნივერსიტეტი), პოლონეთის (ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი) და უკრაინის (ტირნოპილის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პალადინის ბიოქიმიის ინსტიტუტი) უნივერსიტეტების სტუდენტებმა. ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტის წევრები იყვნენ პროფესორები: ანდრეას კაუფმანი (შარიტე - ბერლინის საუნივერსიტეტო მედიცინის კლინიკა, გერმანია), მლადენ კრაჯაჩიჩი (ზაგრების უნივერსიტეტი, ხორვატია), ოსვალდას რუკსენასი (ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუა).

Საერთაშორისო სტუდენტური სიმპოზიუმის სამეცნიერო კომიტეტის მიერ საუკეთესო პრეზენტაციების კატეგორიაში ნომინირებული იყო:

  • Მარიამ ქევხიშვილი და კონსტანტინე გაჩეჩილაძე (თსა) - გარიყვიდან აცილებამდე;

  • გიორგი ბოკერია (თსუ) - აორტის სარქვლის ნეოკუსპიდიზაცია გლუტარალდეჰიდით დამუშავებული აუტოლოგიური პერიკარდიუმით (ოზაკის პროცედურა) საქართველოში.

საერთაშორისო სტუდენტური სიმპოზიუმის “მედიცინა და მეცნიერება 2022” საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ თსა-ს სტუდენტები, რომლებმაც ასევე დაასახელეს თავისი ფავორიტები:

  • თამარ დანდურიშვილი - ამიგდალას და ჰიპოკამპის ქვერეგიონებით განპირობებული ტრავმის შემდგომი ტიპური გამოსავალი

  • დიანა მამულაძე - ალტერნატიული მედიცინის დადებითი და უარყოფითი მხარეები.