ია ხურცილავა 2019 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობას პედიატრიის მიმართულებით.
მან 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ამის შემდეგ, 2011-2014 წლებში მან გაიარა თსსუ-ს დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის რეზიდენტურა სპეციალობით - ბავშვთა ენდოკრინოლოგია. ხოლო 2015-2017 წლებში ამავე ინსტიტუტის რეზიდენტურა სპეციალობით - პედიატრია. ამჟამად იგი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
მას გააჩნია 9-წლიანი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. ამჟამად იგი მოღვაწეობას აგრძელებს ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ბავშვთა ენდოკრინოლოგის პოზიციაზე.
პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.