ლეონიდე თოხაძე 2014 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქირურგიის მიმართულებით (სისხლძარღვთა ქირურგია).
ლეონიდე თოხაძემ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. რის შემდეგაც 1981-1982 წლებში გაიარა ინტერნატურა ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში. 1997 წელს მას მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება ქირურგიის სპეციალობით.
ლეონიდე თოხაძეს კლინიკური საქმიანობის 38-წლიანი გამოცდილება გააჩნია. პროფესიული განვითარების კუთხით იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.
ლეონიდე თოხაძე დაჯილდოებულია ღირსების მედლით.