აბიტურიენტებისთვის

საგანმანათლებლო პროგრამა

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას - მედიცინა. პროგრამა შექმნილია მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის, WFME-ის და CanMED-ის სტანდარტების შესაბამისად ეროვნული მოთხოვნების გათვალისწინებით და დაფუძნებულია კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემაზე (ECTS).

სასწავლო პროგრამა ექვსწლიანია და მოიცავს 360 კრედიტს. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. პროგრამა მიზნად ისახავს დიპლომირებული მედიკოსების მომზადებას საზოგადოებაში თანამედროვე ექიმის როლისა და კომპეტენციების გათვალისწინებით - მათ აღჭურვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნით, კომუნიკაციური, კლინიკური, კვლევითი, სოციალური და თვითანალიზის უნარებით, სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისი მაღალი ეთიკური და მორალური ღირებულებებით, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა მაღალ პროფესიონალიზმს და წარმატებულ მოღვაწეობას როგორც ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

განაგრძე კითხვა

მიღების კრიტერიუმები

საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამა
ინგლისურენოვანი მედიცინა
ხანგრძლივობა
6 წელი
მოცულობა
360 კრედიტი
სწავლების ენა
ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
დიპლომირებული მედიკოსი
საფასური
10 000 ლარი
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა
45
ეროვნულ გამოცდებზე გადასალახი მინიმალური ზღვარი
50%
ქართული ენა და ლიტერატურა
75%
ინგლისური ენა
65%
ბიოლოგია
50%
მათემატიკა
50%
ფიზიკა
55%
ქიმია

ინოვაციური სწავლებისა და კლინიკური უნარების განვითარების ეკოსისტემა

ინოვაციური სწავლებისა და კლინიკური უნარების განვითარების ეკოსისტემა

თსა-ში ვქმნით სასწავლო გარემოს, რომელიც მორგებულია მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევებს და ახალ ტექნოლოგიებს. მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის ევროპელი კოორდინატორების (ბელგია, ნიდერლანდები) ხელმძღვანელობით, მედიცინის სტუდენტებისთვის შექმნილი სასწავლო პროგრამა აერთიანებს პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის ტაქტიკას და საზოგადოებაზე ზრუნვას. შესაბამისად, თსა-ში იქმნება გარემო, რომელიც ავითარებს თანამედროვე სწავლებისა და სტუდენტზე ორიენტირებულ სამედიცინო პროგრამებს.

ინოვაციური, ინტეგრირებული სასწავლო პროგრამა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს სწავლის პირველივე დღეებიდან შეეხოს კლინიკურ შემთხვევას, რეალურ და სიმულაციურ პაციენტს. ეს სტუდენტს უადვილებს დააკავშიროს ერთმანეთთან საბაზისო საგნებში მიღებული ცოდნა და რეალური კლინიკური სიტუაცია.

ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო პროგრამა

აკადემაში დანერგილია ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო პროგრამა. ეს არის ინოვაციური მიდგომა, სადაც პრიორიტეტი ენიჭება აქტიურ სწავლებას და სტუდენტებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. ეს მიდგომა ასევე წარმოადგენს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის საფუძველს (Lifelong learning).

კლინიკური სწავლება

სწავლების I-III წელი ეთმობა საბაზისო, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების შესწავლას აკადემიის სივრცეში, ხოლო IV წლიდან სტუდენტები სწავლას განაგრძობენ ჩვენს პარტნიორ კლინიკებში, სადაც სწავლობენ კლინიკურ მეცნიერებებს და გადიან ზოგად სპეციალიზაციას.

საგანმანათლებლო რესურსები

თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, თსა-ს ყველა სტუდენტს აქვს ღია წვდომა საბიბლიოთეკო რესურსებსა და სამედიცინო მონაცემთა ბაზებზე, როგორიცაა: ClinicalKey, HINARI, ELSEVIER, OSMOSIS, SCOPUS, SCIENCEDIRECT, COMPLETE ANATOMY 3D, WEB OF SCIENCE, TURNITIN.

თანატოლთა სწავლების პროგრამა

თანატოლთა სწავლების პროგრამა გულისხმობს საგანმანათლებლო მიდგომას, სადაც წინასწარ გადამზადებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ეხმარებიან თანატოლებს სწავლებაში, რაც უფრო თანასწორსა და ინკლუზიურს ხდის სასწავლო გარემოს.

CyberPatient

CyberPatient წარმოადგენს 24/7 ვირტუალურ საავადმყოფოს. აღნიშნული სიმულაციური პლატფორმა არის უსაფრთხო, ვირტუალური სასწავლო გარემო, რომლის გამოყენებით სტუდენტებს შეუძლიათ ონლაინ განიხილონ 130-ზე მეტი კლინიკური შემთხვევა.

CyberPatient წარმოადგენს სასწავლო ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების კლინიკური კომპეტენციების და ზუსტი გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას.

ადრეული კლინიკური გამოცდილება

ადრეული კლინიკური გამოცდილება არის პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი, რაც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს სწავლების პირველივე წლიდან გაეცნოს რეალურ კლინიკურ გარემოს. დააკვირდეს პაციენტისა და ექიმის კომუნიკაციას და მიიღოს კლინიკური გამოცდილება. სწავლების ეს მიდგომა ეყრდნობა მტკიცებულებაზე დაფუძნებულ კვლევებსა და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებას.

პორტფოლიო

პორტფოლიო თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამებში სწავლების და შეფასების ინოვაციური მეთოდია. ეს სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთოს აქტიური სწავლის პროცესში როგორც პროფესიული, ასევე, პიროვნული განვითარებისათვის, რაც გულისხმობს თვით-ანალიზს (self-reflection & Personal Development Plan) და ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამებით განსააზღვრული კომპეტენციების შეძენას.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კომპეტენციების მისაღწევად და შესაფასებლად თსა-ში ასევე გამოიყენება სწავლა-სწავლების და შეფასების შემდეგი ინოვაციური მეთოდები:
  • შემთხვევის განხილვაზე და გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება (CBL - Case-Based Learning / TBL - Team-Based Learning)
  • შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული კლინიკური მსჯელობა (CBCR- Case-Based Clinical Reasoning)
  • ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური და პრაქტიკული გამოცდა (OSCE - Objective Structured Clinical Examination / OSPE - Objectively Structured Practical Exam)
  • პაციენტის საწოლთან სწავლება (Bedside-Teaching)
  • თანატოლთა სწავლების პროგრამა (Peer-to-Peer)
  • შებრუნებული საკლასო ოთახი (flipped classroom)
  • სტრუქტურიზებული ზეპირი გამოცდა (SOE)
  • სწავლება ვირტუალური სიმულაციის გამოყენებით
  • სცენარებზე დაფუძნებული სიმულაციური სწავლება სტანდარტიზებული პაციენტის მეშვეობით
  • ანატომიის 3D ვიზუალიზაციის მაღალტექნოლოგიური სისტემა (Anatomage Table)

დაფინანსება

თსა-ში სტუდენტთა მოტივაციის ზრდისა და მაღალი აკადემიური მოსწრების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს დაფინანსების მოქნილი მოდელი:

100%
თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ აკადემიურ წელს ისწავლის სრული დაფინანსებით.

მეორე სასწავლო წლიდან დაფინანსება განისაზღვრება სტუდენტის სემესტრული აკადემიური შედეგების (GPA) საფუძველზე:

GPA 3.5+
100%

სტუდენტები, რომლებიც სემესტრის ბოლოს დააგროვებენ 3.5 ან მეტ GPA-ს, მომდევნო სემესტრში მიიღებენ სწავლის საფასურის 100%-იან დაფინანსებას;

GPA 3.0—3.5
50%

სტუდენტები, რომლებიც სემესტრის ბოლოს დააგროვებენ 3.0-დან 3.5-მდე GPA-ს, მომდევნო სემესტრში მიიღებენ სწავლის საფასურის 50%-იან დაფინანსებას;

თსა აფინანსებს სტუდენტებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სოციალური გრანტი. აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებს თსა აფინანსებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური გრანტის 30 % ოდენობით. დაფინანსება ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად.

გაცვლითი პროგრამები

თსა-ს სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში აკადემიის სტიპენდიით. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აკადემია სტუდენტებს სთავაზობს სემესტრულ და ბილატერალურ გაცვლით პროგრამებს, მოკლევადიან და კლინიკურ სტაჟირებებს 21 ქვეყნის 33-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში.

კატანიას უნივერსიტეტი (იტალია)
გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ტერნოპილის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა)
ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
კლაიპედას უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
ბიალისტოკის სამედიცინო უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ფრეზენიუსის უნივერსიტეტი (გერმანია)
ანტვერპენის უნივერსიტეტი (ბელგია)
სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
საკარიას უნივერსიტეტი (თურქეთი)
ლოკმან ჰეკიმის უნივერსიტეტი (თურქეთი)
ათათურქის უნივერსიტეტი (თურქეთი)
სტამბოლის უნივერსიტეტი-ჯერაჰფაშა (თურქეთი)
გირესუნის უნივერსიტეტი (თურქეთი)
რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი (თურქეთი)
სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტი (IAU) (თურქეთი)
ჩუკუროვას უნივერსიტეტი (თურქეთი)
ალექსანდრიის უნივერსიტეტი (ეგვიპტე)
მოლისეს უნივერსიტეტი (იტალია)
ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სომხეთი)
ტრადიციული მედიცინის უნივერსიტეტი (სომხეთი)
ლუჩიან ბლაგას სახელობის სიბიუს უნივერსიტეტი (რუმინეთი)
ბუხარას სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (უზბეკეთი)
სარაევოს უნივერსიტეტი (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
ხალტონის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (ტაჯიკეთი)
ყარაღანდას სამედიცინო უნივერსიტეტი (ყაზახეთი)
სიალკოტის უნივერსიტეტი (პაკისტანი)
Athena Center for Advanced Research in Healthcare (იტალია)
ტულუზას უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
კენიატას უნივერსიტეტი (კენია)
ზაგრების უნივერსიტეტი (ხორვატია)
Exchange

სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისები

თსა-ს როგორც სტუდენტზე ორიენტირებულ ინსტიტუცია უზრუნველყოფს სტუდენტთა აკადემიური, ფსიქოლოგიური და კარიერული მხარდაჭერის სერვისებს.

ფსიქოლოგის მხარდაჭერა

ფსიქოლოგის მხარდაჭერა გულისხმობს სტუდენტთა საჭიროების მიხედვით, ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევას, ფსიქო-ემოციური პრობლემის იდენტიფიცირებას და მხარდაჭერას სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად.

კარიერული განვითარება

კარიერული განვითარება მოიცავს სტუდენტების მხარდაჭერას და კონსულტაციას პროფესიული უნარების ამაღლებაში, საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში და კარიერული დაგეგმვის მხარდაჭერაში.

კურსდამთავრებულთა (ალუმნი) კლუბი

კურსდამთავრებულთა (ალუმნი) კლუბი აერთიანებს თსა-ს კურსდამთავრებულებს, რომლებიც საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს, მონაწილეობენ თსა-ს მისიის შესრულებაში, ხელს უწყობენ ახალი პარტნიორობისა და პროექტების შექმნას.

ფინანსური ინფორმაცია:

საბანკო რეკვიზიტები

Bank:
სს "საქართველოს ბანკი"

Recipient:
შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია

Account:
GE09BG0000000624481701

საკონტაქტო პირი

ქრისტინე სახელაშვილი

საფინანსო სამსახურის უფროსის თანაშემწე

k.sakhelashvili@tma.edu.ge