სტუდენტური კლუბები
MedAware
მეტის ნახვა
MedAware
აღწერა
MedAware - კლუბის მიზანია კვლევითი წიგნიერების, კომუნიკაციის უნარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასთან ერთად. ორგანიზებას უწევს მოწვეული სპეციალისტების ლექციებს, კონკურსებს, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებებს. კლუბი ყოველთვიურად ფოკუსირდება ჯანდაცვის სხვადასხვა თემაზე. თემატურ კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას კი კლუბის წევრები კონფერენციების, პრეზენტაციების, სემინარების და დისკუსიების მეშვეობით აზიარებენ.
კლუბის ხელმძღვანელი - ანიტა როსე ჯოსე - a.jose2023@tma.edu.ge
წიგნის კლუბი
მეტის ნახვა
წიგნის კლუბი
აღწერა
წიგნის კლუბი
თსა-ს წიგნის კლუბი არის სტუდენტური გაერთიანება, რომელიც ეძღვნება აკადემიური გარემოს მიღმა კითხვის სიყვარულის გაღვივებას. ყოველთვიურად, კლუბის წევრები კენჭის ყრის გზით შეარჩევენ წიგნს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია სოციალური მედიის საშუალებით. შერჩეული წიგნის განსახილველად, კლუბი ყოველკვირეულად ან ორ კვირაში ერთხელ უმასპინძლებს შეხვედრებს კამპუსში.
კლუბის მიზანია, მხატვრული ლიტერატურის გარშემო გააერთიანოს სტუდენტები, რომელთაც უყვართ კითხვა და ახალი ავტორების აღმოჩენა.
კლუბის ხელმძღვანელი: მეგანა კანალა - k.reddy2024m@tma.edu.ge
გადაუდებელი დახმარების კლუბი
მეტის ნახვა
გადაუდებელი დახმარების კლუბი
აღწერა
კლუბის მიზანია, საზოგადოებაში გადაუდებელ სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. კლუბი ექიმებთან კოლაბორაციით დაგეგმავს ვორქშოპებსა და ლექციებს.
სესიებზე განიხილება შემდეგი საკითხები:
სასიცოცხლო ნიშნების შეფასება - ტემპერატურის, წნევის, პულსის და სუნთქვის სიხშირის შეფასება. ჰეიმლიხის მანევრი ბავშვებში. ვიზუალური შეფასება - სიყვითლე, სიფერმკრთალე; გონების დაკარგვის ეპიზოდები.
ინტოქსიკაციები - კვებისმიერი, ალკოჰოლით, Co-თი მოწამვლა,მედიკამენტებით მოწამვლა და სხვ.
ტრავმის მენეჯმენტი - როგორ ვიქცევით ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, როგორია სისხლდენის მენეჯმენტი, ლახტის დადების ტექნიკა, დამწოლი ტექნიკები, იმობილიზაცია.
კლუბის ხელმძღვანელები: მარიამ ბექაური - m.bekauri2022@tma.edu.ge; მარიამ გოგუაძე - m.goguadze2022@tma.edu.ge
მალლუ
მეტის ნახვა
მალლუ
აღწერა
MALLU UNION - სტუდენტური კლუბია, რომლის მიზანია გააერთიანოს თსა-ს სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებული არიან კერალას კულტურით და უზრუნველყოს სტუდენტზე ორიენტირებული ღონისძიებების ჩატარება.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლუბის ხელმძღვანელს:
ანანდ საჯი - a.saji@tma.edu.ge
The Psyche Society
მეტის ნახვა
The Psyche Society
აღწერა
ფსიქიატრიის კლუბი ფოკუსირებულია შეისწავლოს თუ როგორ მუშაობს ჩვენი გონება, რა აკავშირებს მას ემპათიასთან და რეალურ ცვლილებებთან. ჩვენ გვსურს დავამსხვრიოთ სტიგმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ისეთი გზების მეშვეობით რომლებსაც რეალური შედეგი მოაქვს.
კლუბის ფარგლებში გაგაცნობთ თანამედროვე კვლევებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სოციალურ და ისტორიულ მხარეებს, მკურნალობის მეთოდებს და რეალურ კლინიკურ გამოცდილებას. შემოგთავაზებთ სტუდნტების მიერ ჩატარებულ ლექციებს, გვეყოლება სტუმრები. ვისაუბრებთ ისეთ თემებზე როგორიცაა ტრავმებზე ორიენტირებული ზრუნვა, კრიზისის მართვა, მოვაწყობთ ფილმებისა და წიგნების განხილვას, პრაქტიკულ ვორქშოპებს…
კლუბის ხელმძღვანელი -ტრინიტი კოელჰო - t.coelho2023@tma.edu.ge
დებატების კლუბი
მეტის ნახვა
დებატების კლუბი
აღწერა
ჩვენი კლუბი მიზნად ისახავს სტუდენტებში ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების გაუმჯობესებას, სტუდენტებში საკუთარი აზრის ჩამოყალიბების, მოსმენისა და კითხვის დასმის კულტურის ჩამოყალიბებას. ჩვენი კლუბის პროექტებისა თუ სესიების ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ ისწავლონ რამდენიმე ტიპის დებატის ხელოვნება, გაიუმჯობესონ როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური მუშაობის უნარები და იმსჯელონ მნიშვნელოვან თემებზე რაც მათ დაეხმარებათ უკეთეს მოქალაქეებად და შემდგომში პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.
1. დებატ ჩემპიონატი ბრიტანული საპარლამენტო ფორმატით ( ჯანდაცვის , ეთიკის , ბიოეთიკის შესახებ)
2. კარლ-პოპერისა და ლინკოლნ-დუგლასის ფორმატის მინი დებატები კლუბის წევრებისთვის
3. ქეის-სიმულაციური დებატები
4. სპიკერული უნარების გაუმჯობესების ვორქშოპი
5. შესაძლებელია სხვა უნივერსიტეტთან კოლაბორაცია და ერთობლივი ჩემპიონატები
კლუბის ხელმძღვანელი - ხატია დევაძე / გიორგი ბარაქაძე - kh.devadze2022@tma.edu.ge / g.barakadze2023@tma.edu.ge
მენტალური ჯანმრთელობის კლუბი (IMHAC)
მეტის ნახვა
მენტალური ჯანმრთელობის კლუბი (IMHAC)
აღწერა
მენტალური ჯანმრთელობის კლუბი (IMHAC)
IMHAC ხელს უწყობს მენტალურ კეთილდღეობას და ფოკუსირდება სტიგმის შემცირებაზე. კლუბი ქმნის მხარდამჭერ სივრცეს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ გაიღრმავონ ცოდნა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ, გამოიმუშაონ სტრესის მართვის უნარები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა განხილვებსა და დისკუსიებში.
აქტივობებში შედის საგანმანათლებლო ლექციები, მედიტაციის სესიები, თანატოლთა მხარდაჭერის პროგრამები, შემოქმედებითი გამოხატვის ღონისძიებები და ცნობადობის კამპანიები.
შემოუერთდით IMHAC-ს, და მხარი დაუჭირეთ მეტად ინფორმირებული, მდგრადი და ემპათიით სავსე საზოგადოების შექმნას.
კლუბის ხელმძღვანელი - Rifa Shabeer - imhacofficial@gmail.com
ენდოკრინოლოგიის კლუბი
მეტის ნახვა
ენდოკრინოლოგიის კლუბი
აღწერა
კლუბის ხელმძღვანელი - ალექსანდრე ყანჩაველი - a.kanchaveli@tma.edu.ge
Skin Scholars
მეტის ნახვა
Skin Scholars
აღწერა
“Skin Scholars” არის სტუდენტური კლუბი, რომელიც შექმნილია დერმატოლოგიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. კლუბის ფარგლებში შეგიძლიათ გაიცნოთ დარგის წამომადგენლები, დაესწროთ საინტერესო სემინარებს, ლექციებს, პრეზენტაციებს კანის იშვიათ დააბადებებზე და სფეროს სიახლეებზე. ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ ღირებული ინფორმაცია ამ სფეროს შესახებ, მათ შორის დერმატოლოგის ცხოვრების წესისა და დერმატოლოგად გახდომის გზების შესახებ. თუ გსურთ კანის სამყაროში ჩაძირვა, მაშინ ეს კლუბი თქვენთვისაა!
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლუბის ხელმძღვანელს:
დებორა ოლუვასეიი აკინსულირე - d.akinsulire@tma.edu.ge
კლუბი Life Link
მეტის ნახვა
კლუბი Life Link
აღწერა
Life Link არის სტუდენტების მიერ შექმნილი კლუბი, რომლის მიზანია, შექმნას ონლაინ სამედიცინო პლატფორმა. პლატფორმა გააერთანებს მოკლე, კვლევაზე დაფუძნებულ სასწავლო ვიდეოებს, სახელმძღვანელოებს და ბლოგ პოსტებს
მედიცინის აქტუალურ თემებზე. კლუბი ორიენტირებულია სარგებელი მოუტანოს როგორც სტუდენტებს, ასევე ფართო საზოგადოებას. ეს კი თავის მხრივ, ხელს უწყობს სწავლა-სწავლების გარემოს შექმნას, ისეთი აქტივობებით, როგორიცაა კონტენტის დაგეგმვა, სცენარის წერა, ვიდეოგადაღება, თარგმნა და ბლოგის შექმნა, წევრები ხელს უწყობენ სანდო სამედიცინო ინფორმაციის შექმნას და გაზიარებას. შერჩეული კონტენტი გამოქვეყნებამდე გადის გადამოწმებას და რედაქტირებას.
აკადემიური ზრდის მხარდაჭერის გარდა, კლუბი ეხმარება სტუდენტებს კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი უნარების გაძლიერებაში, ამავდროულად, ხელს უწყობს ღირებული სამედიცინო ცოდნის ხელმისაწვდომობას ფართო საზოაგდოებისთვის.
კლუბის ხელმძღვანელები: ტანვი სრია პოსანი & ალონა ბორშჩევსკა
ელ.ფოსტა: info.lifelinkmd@gmail.com
კოგნიტიუმი
მეტის ნახვა
კოგნიტიუმი
აღწერა
Cognitium არის კლუბი, რომელიც ცნობიერების და ტვინის შესაძლებლობების უკეთ გაგებასა და გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენი მიზანია ადამიანებს ვასწავლოთ, კოგნიტური უნარების მაქსიმალურ დონეზე აყვანა.
კლუბი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ნეირობიოლოგიას თუ როგორ მუშაობს ტვინი უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე და როგორ ახდენს ეს პროცესები გავლენას აზროვნებაზე, მეხსიერებაზე, ქცევასა და საერთო ყოველდღიურ პერფორმანსზე.
ჩვენ ვაზიარებთ პრაქტიკულ, კვლევებზე დაფუძნებულ იდეებს, რომლებიც ყველას გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთად ვიკვლევთ ადამიანის ტვინის საიდუმლოებებს, ვანგრევთ გავრცელებულ მითებს და ნეირომეცნიერულ სტერეოტიპებს.
Cognitium–ში გვჯერა, რომ ტვინის გაგება არის საკუთარი პოტენციალის გაღების პირველი ნაბიჯი და ამ გზას მარტივს, სამეცნიეროს და საინტერესოს ვხდით.
კლუბის ხელმძღვანელი - ალექსანდრე ყანჩაველი - დავით მშვილდაძე - a.kanchaveli@tma.edu.ge / d.mshvildadze2022@tma.edu.ge
კლუბი აფრიკულ - კარიბული საზოგადოება
მეტის ნახვა
კლუბი აფრიკულ - კარიბული საზოგადოება
აღწერა
კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური და კულტურული ღონისძიებების ჩატარებას. კლუბი ღიაა ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის ადამიანისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან აფრიკული კულტურის გაცნობით.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლუბის ხელმძღვანელს:
შალომ ალაბი - s.alabi2023@tma.edu.ge
კლუბი “გულის მცველები”
მეტის ნახვა
კლუბი “გულის მცველები”
აღწერა
კლუბის დევიზი - “იყავი დროული და ენერგიული”
გაინტერესებთ ადამიანის გული და ისიც, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში? გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე საუბარი ცოტა არ იყოს და გულსაც გიჩქარებთ?
მაშინ შემოუერთდით კლუბს “გულის მცველები”, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთა საერთო დევიზი იქნება „იყავი დროული და ენერგიული“.
კლუბის უმთავრესი მიზანია განსაკუთრებული შემთხვევებისა და კვლევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება სემინარებისა და დისკუსიის ფორმატში სფეროს ექსპერტების მონაწილეობით.
კლუბის ხელმძღვანელი: რიშუ გირიშ შაჰი - 57203@tma.edu.ge
კლუბის ხელმძღვანელის მოადგილე: გვანცა ომიაძე - g.omiadze2021@tma.edu.ge
კულტურის კლუბი
მეტის ნახვა
კულტურის კლუბი
აღწერა
კლუბის მთავარი მიზანია სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია და ფაქტები თავიანთი ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, საკვების თუ ცეკვის შესახებ. ასევე, დაგეგმონ სხვადასხვა ღონისძიება. ეს კლუბი ხელს შეუწყობს სტუდენტების კულტურულ ინტეგრაციას. კლუბის ხელმძღვანელი:
თამარ დანდურიშვილი - t.dandurishvili2021@tma.edu.ge
ალცჰაიმერის კლუბი
მეტის ნახვა
ალცჰაიმერის კლუბი
აღწერა
თსა-ში სტუდენტების ინიციატივით დაარსდა “ალცჰაიმერის კლუბი". კლუბის მთავარი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და იმ სტიგმების დამსხვრევა, რომლებიც აღნიშნული დაავადების გარშემო არსებობს. ის შედგება როგორც თეორიული, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებისგან და სამომავლოდ მიზნად ისახავს საქართველოში ალცჰაიმერის მიმართულებით კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობას. კლუბი საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის ხელშეწყობით აქტიურ სტუდენტებს საშუალებას მისცემს საზღვარგარეთ მიიღონ კვლევითი გამოცდილება.
კლუბი თვეში რამდენჯერმე ჩაატარებს შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ის ახალი გამოწვევები/მიღწევები, რაც ალცჰაიმერის გარშემო იქმნება. ასევე, დაიგეგმება უკვე არსებული პროექტების განხორციელების გზები.
კლუბი დაარსდა თსა-სა და საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის მხარდაჭერით.
კლუბში გაწევრიანების მსურველ სტუდენტებს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ კლუბის პრეზიდენტს:
ხატია დევაძე - kh.devadze2022@tma.edu.ge
კლუბი გაყინული სინაფსები
მეტის ნახვა
კლუბი გაყინული სინაფსები
აღწერა
"გაყინული სინაფსები" არის ფსიქოსოციალური საზოგადოება, რომელიც აერთიანებს ისეთ სტუდენტურ ინტერესებს, როგორიცაა: კინო, მუსიკა, ოპერა, თეატრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მთავარ ხაზს წარმოადგენს მხატვრული წერის ხელშეწყობა, კლუბის ნებისმიერ წევრს აქვს საშუალება ისაუბროს და გაზიაროს საკუთარი იდეები სხვადასხვა დარგის მიმართ. რადგან, უმნიშვნელოვანესია გადატვირთული აკადემიური ცხოვრებისგან განტვირთვა. ამის საშუალებას “გაყინული სინაფსების” საზოგადოება მაქსიმალურად იძლევა.
კლუბში აქტიურად იგეგმება კინოჩვენებები, გასვლითი შეხვედრები მუზეუმებსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე. ასევე, თვეში ერთხელ იმართება ე.წ. სალონური დისკუსიები ხელოვნების სფეროდან მოწვეულ სპიკერებთან.
კლუბი ჩამოყალიბდა 2024 წლის მარტში და აერთიანებს 43 ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს.
მმართველი კომიტეტი წარმოდგენილია 3 წევრისგან.
პრეზიდენტი: ნინუცი ფანგანი - n.pangani2021m@tma.edu.ge
ვიცე - პრეზიდენტები:
შოთა სოლომონიძე- sh.solomonidze2022@tma.edu.ge
ლუკა ღვინიაშვილი - l.ghviniashvili2022@tma.edu.ge
კლუბი "საზოგადოების დამხმარეები"
მეტის ნახვა
კლუბი "საზოგადოების დამხმარეები"
აღწერა
კლუბი "საზოგადოების დამხმარეები" არის სტუდენტების მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივ საქმიანობაზე და მიზნად ისახავს აქტუალურ საკითხებთან მიმართებით ცნობიერებს ამაღლებას.
კლუბის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ საზოგადოებრივი კეთილდღეობის ფარგლებში დაგეგმილ მრავალფეროვან ღონისძიებაში (მათ შორის ცხოველთა უფლებების დაცვა, საქველმოქმედო პროექტები და ა.შ.), უკეთ გაიაზრონ სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და შეისწავლონ თუ როგორია მოხალისეობრივი ცხოვრება.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლუბის ხელმძღვანელს:
ანანო ახობაძე - a.akhobadze2023@tma.edu.ge
სპორტის კლუბი
მეტის ნახვა
სპორტის კლუბი
აღწერა
სპორტის კლუბი არის სტუდენტების მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს განახორციელოს სხვადასხვა სპორტული აქტივობა. სპორტის კლუბის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება აქვთ დაეუფლონ სპორტის სხვადასხვა სახეობას, ჩაერთონ სპორტულ აქტივობებსა და შეჯიბრებებში.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლუბის ხელმძღვანელს:
გიორგი ღუჭაშვილი / ოთნიელ საჰაი მატტუკოიია - g.ghutchashvili2023@tma.edu.ge / o.mattukoyya2023@tma.edu.ge
DANDY კლუბი
მეტის ნახვა
DANDY კლუბი
აღწერა
Dandy TMA არის Dandy საქართველოს ფილიალი, რომელიც ფუნქციონირებს ვალტერ ე. დენდის ნეიროქირურგიული საზოგადოების დაქვემდებარებაში და აფილირებულია პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიასთან (თსა).
Dandy TMA დაარსდა 2021 წელს და წარმოადგენს დინამიურ პლატფორმას სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის სფეროებით, განათლების, კვლევისა და საზოგადოებაში ჩართულობის გზით. კლუბის მიზანია აკადემიური და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით, ინტერაქტიული სესიების ჩატარებით და ნეიროქირურგიისა და ნეირომეცნიერების ბოლო მიღწევების განხილვის წახალისებით.
Dandy TMA ღიაა თსა-ს ყველა სტუდენტისთვის, ვისაც აინტერესებს ნეირომეცნიერება. კლუბი რეგულარულად იკრიბება ახალი თემების შესასწავლად, იდეების გასაზიარებლად და მომავალ სამედიცინო პროფესიონალებს შორის თანამშრომლობის წახალისებისთვის.
სენატორ მილანა ოსტროვსკის ხელმძღვანელობით, Dandy TMA რჩება ერთგული ყველა მოტივირებული სტუდენტის მიმართ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ნეირომეცნიერებით, სწავლით, ინოვაციებით და საზოგადოებრივ ჩართულობით.
შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: dandytma@tma.edu.ge
