საერთაშორისო ურთიერთობები


თსა-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიული მიზნების განხორციელებას და ხელს უწყობს აკადემიის ცნობადობის გაზრდას მსოფლიო საგანმანათლებლო რუკაზე, ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაუმჯობესებისა და აკადემიის თითოეული სტრუქტურული ერთეულის კოორდინირებული საქმიანობის მხარდაჭერის გზით.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიზანია აკადემიის განვითარების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:

  • ცნობადობის გაზრდა და რეპუტაციის დამკვიდრება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში
  • საერთაშორისო გარემოს შექმნა საერთაშორისო სტუდენტების, პერსონალისა და ინტერნაციონალიზაცია სახლში (Internationalisation at Home) გაძლიერების გზით
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა სასწავლო გეგმის ინტერნაციონალიზაციისა და ტრანსკულტურული განათლების გზით
  • კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება და ცოდნის ტრანსფერის ხელშეწყობა
  • თსა-ს სტუდენტების, აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შექმნა და წახალისება სხვადასხვა ხასიათისა და ხანგრძლივობის საერთაშორისო მობილობის პროგრამების უზრუნველყოფის გზით

დეპარტამენტის ძირითადი მიმართულებები:

  • საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, უცხოურ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან პარტნიორობის დამყარება და შენარჩუნება
  • სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა
  • საერთაშორისო პროექტებისა და გრანტების კოორდინირება
  • საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერა
  • ინტერნაციონალიზაცია სახლში ხელშეწყობა
  • საერთაშორისო მარკეტინგი და რეკრუტირება

საკონტაქტო ინფორმაცია


ია ავალიანი

ია ავალიანი

ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

i.avaliani@tma.edu.ge

მაია რატიშვილი

მაია რატიშვილი

საერთაშორისო მიღების კოორდინატორი

m.ratishvili@tma.edu.ge

ნატალია ქოჩლაშვილი

ნატალია ქოჩლაშვილი

ERASMUS+ კოორდინატორი

n.kotchlashvili@tma.edu.ge

თეკლა რატიანი

თეკლა რატიანი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი

t.ratiani@tma.edu.ge