We use cookies for site functionality and analytics. Non-essential cookies load only with your consent. See our Cookie Policy and Privacy Policy.
ლაბორატორია
ისწავლე კეთებით
ლაბორატორია თბილისის სამედიცინო აკადემიის სტრუქტურული ერთეულია, რომლის რესურსებიც გამოიყენება, როგორც სასწავლო პროცესში ისე კვლევით აქტივობებში.
სასწავლო პროცესში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმაონ ცოდნა ბაზისურ დისციპლინებში და შეიძინონ კვლევითი უნარ-ჩვევები შემდეგი ბიოსამედიცინო მიმართულებით: მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია, ბიოქიმია.
სასწავლო კურსის პროგრამის შესაბამისად, ლაბორატორიული აქტივობა შეიძლება გულისხმობდეს:
- თეორიული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას
- მიკრობიოლოგიური, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მეთოდების გამოყენებით კონკრეტული ამოცანების და პროექტების შესრულებას
- ლაბორატორიული მონაცემებისა და შედეგების შეგროვებას, ანალიზს და ინტერპრეტაციას.
ამავდროულად, ლაბორატორია ის სივრცეა, სადაც ხორციელდება სტუდენტთა, ახალგაზრდა მეცნიერთა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.
