ბიბლიოთეკა


ბიბლიოთეკის შესახებ

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ბიბლიოთეკა წარმოადგენს საინფორმაციო, სამეცნიერო და კულტურულ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ხელმისაწვდომია და მომსახურებას უწევს თსა-ს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. ბიბლიოთეკის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ბიბლიოთეკარი. ბიბლიოთეკით სარგებლობა უფასოა. რეგისტრაციის პროცედურა გულისხმობს ინტეგრირებული ელექტრონული ბიბლიოთეკის მართვის სისტემის KOHA-ს მკითხველთა მოდულში მომხმარებლის დამატებას საკონტაქტო ინფორმაციის შეყვანის გზით. ბიბლიოთეკის რესურსები, როგორც ბეჭდური, ისე ციფრული სახით, ხელმისაწვდომია წევრებისთვის უფასოდ.

ბიბლიოთეკის მისია

ეფექტური მომსახურებისა და თანამედროვე რესურსების მიწოდებით, მიმზიდველი გარემოს შეთავაზებით, ბიბლიოთეკა ხელს უწყობს სტუდენტზე ორიენტიებულ სწავლებასა და კვლევაზე დაფუძნებულ საქმიანობას.

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

სამუშაო საათები

  • ორშაბათი: 09:00 - 21:00
  • სამშაბათი: 09:00 - 21:00
  • ოთხშაბათი: 09:00 - 21:00
  • ხუთშაბათი: 09:00 - 21:00
  • პარასკევი: 09:00 - 21:00
  • შაბათი: 10:00 - 16:00
  • კვირა: დასვენების დღე

* Break: 13:00 - 14:00

library.useful_info.contact_title

რესურსები

HINARI

WHO-ს მიერ დიდი გამომცემლობების მონაწილეობით შექმნილი Hinari პროგრამა საშუალებას აძლევს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიიღონ წვდომა ბიომედიცინისა და ჯანდაცვის ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლექციაზე. 21,000-მდე ჟურნალი, 69,000-მდე ელექტრონული წიგნი (eBook) და 115-მდე სხვა საინფორმაციო რესურსი ხელმისაწვდომია ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის 125-ზე მეტ ქვეყანაში, რაც ათასობით ჯანდაცვის მუშაკსა და მკვლევარს ეხმარება და თავის მხრივ ხელს უწყობს მსოფლიო ჯანდაცვის გაუმჯობესებას.

Visit
ELSEVIER

Elsevier არის ნიდერლანდებში დაფუძნებული საგამომცემლო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია სამეცნიერო, ტექნიკურ და სამედიცინო შინაარსზე. თსა-ს ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს წვდომას შემდეგ რესურსებზე:

Visit
Osmosis

პლატფორმა სტუდენტებსა და პედაგოგებს ეხმარება კლინიკურ აზროვნებაში და უზრუნველყოფს სწავლის პროცესის ინტერაქტიულობას.

Scopus

ციტირებების ონლაინ მონაცემთა ბაზა.

ScienceDirect

სამეცნიერო პუბლიკაციების მონაცემთა ბაზა.

ClinicalKey Student

ხელმისაწვდომი საგრანტო შესაძლებლობების მონაცემთა ბაზა. ეს არის ინტერაქტიული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს სტუდენტებსა და ფაკულტეტს სწავლის გამოცდილების გაუმჯობესებით, ინსტრუმენტებით, რომლებიც მორგებულია დამწყები პროფესიონალების სამედიცინო ცოდნის განვითარებასა და შეფასებაზე. ამ პლატფორმის საშუალებით ხელმისაწვდომია 200-ზე მეტი ელექტრონული წიგნი.

Complete Anatomy

ეს არის ჯილდოს მფლობელი 3D ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება პედაგოგებს ონლაინ სწავლებაში და შეუფერხებლად ინტეგრირდება თქვენს სწავლებაში. ეს ინტუიციური პლატფორმა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ უფრო ჭკვიანურად და სიღრმისეულად შეისწავლონ სხეულის სისტემები, როგორც არასდროს.

WEB OF SCIENCE

სამეცნიერო მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს 34,000-ზე მეტ რეცენზირებად ჟურნალს, 300,000-ზე მეტ საკონფერენციო მასალას, 137,000-ზე მეტ წიგნს და სხვა სამეცნიერო მონაცემებს.

Visit
TURNITIN

ინტერნეტზე დაფუძნებული პლაგიატის აღმოჩენის სერვისი.

Visit

რესურსების დაჯავშნა და მკითხველთა მომზადება

library.booking.desc

library.booking.btn

აკადემიური კეთილსინდისიერება

პლაგიატის პირველი შემთხვევა

Plagiarus გამტაცებელი, მაცდური, მძარცველი

ახ.წ. 80 წელი, რომის იმპერია. პოეტმა მარციალმა შეიტყო, რომ სხვა პოეტი, ფიდენტინუსი, კითხულობს მის ნამუშევრებს და ითვისებს მათ. სასამართლოსთვის მიმართვის ან რაიმე სამართლებრივი საშუალების გამოყენების შეუძლებლობის გამო, მარციალმა დაწერა ლექსების სერია ფიდენტინუსზე, რათა შეექმნა მის წინააღმდეგ მიმართული სატირა (diss track). საინტერესოა, რომ ავტორს ძირითადად გადახდის არარსებობა აწუხებდა.

21-ე საუკუნე. პლაგიატზე ყურადღება გამახვილებულია ავტორობასა და ორიგინალურობაზე. არ მოახდინოთ პლაგიატი, პატივი ეცით სხვებს და თქვენს შრომას!

რა არის აკადემიური კეთილსინდისიერება?

აკადემიური კეთილსინდისიერება არის სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება ღია, პატიოსანი და პასუხისმგებლიანი გზით Penn State პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ).

მოკლედ შეგახსენებთ აკადემიური კეთილსინდისიერების ძირითად ღირებულებებს:

პატიოსნება: მიაგეთ პატივი ნამუშევრის მფლობელს წყაროს მითითების სახით, აღიარეთ და პატივი ეცით მათ ცოდნას.

სამართლიანობა: იყავით ობიექტური და მიუკერძოებელი.

პატივისცემა: პატივი ეცით ავტორებს და მათ საავტორო უფლებებს; ეს შეიძლება გამოიხატოს სასწავლო პროცესისადმი სერიოზული დამოკიდებულებით და უკუკავშირის მიწოდებით.

პასუხისმგებლობა და გამბედაობა: იყავით სანდო და საიმედო, აიღეთ პასუხისმგებლობა და ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი.

პლაგიატის ფორმები

პლაგიატი თაღლითობის სპეციფიკური ფორმა, რომელიც გულისხმობს სხვისი იდეების, აზრებისა და ინტელექტუალური საკუთრების მითვისებას.

ქვემოთ წარმოდგენილია პლაგიატის ყველაზე გავრცელებული ფორმები:

Clone (კლონი): შინაარსის კოპირება და ჩასმა (Copy-Paste).

CTRL-C: ერთი წყაროს ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილების გადმოტანა ცვლილებების გარეშე.

CTRL-F: წყაროს შინაარსის შენარჩუნება, მაგრამ საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების ჩანაცვლება.

Remix (რემიქსი): რამდენიმე წყაროდან აღებული ტექსტების კომბინაცია.

Recycle (გადამუშავება): ავტოპლაგიატი უკვე გამოქვეყნებული ან წარდგენილი მონაცემების ხელახლა გამოქვეყნება.

Hybrid (ჰიბრიდი): სწორად ციტირებული წყაროების კომბინაცია, თუმცა კოპირებული მონაკვეთები არ არის ციტირებული.

Mosaic (მოზაიკა): გაერთიანებულია მრავალი წყაროს მონაცემები.

404 Error (შეცდომა 404): ციტირებულია არარსებული წყაროები ან მითითებულია არასწორი ინფორმაცია წყაროების შესახებ.

RSS Feed: წყაროები სწორად არის ციტირებული, თუმცა ნამუშევარი არ არის ორიგინალური.

Re-Post (გადაპოსტვა): ციტირება სწორია, თუმცა ნამუშევარი ძალიან ჰგავს წყაროს ორიგინალურ სიტყვებს და/ან სტრუქტურას.

Data Plagiarism (მონაცემთა პლაგიატი): მონაცემთა ფალსიფიკაცია ან ფაბრიკაცია, სხვა ავტორების ნამუშევრების არასათანადო მითვისება.

Software-Based Text Modification (პროგრამული ტექსტის მოდიფიკაცია): შინაარსის შეცვლა პროგრამული უზრუნველყოფის (text spinner, translation engine) გამოყენებით პლაგიატის აღმოჩენის თავიდან აცილების მიზნით.

გამოიყენეთ სხვების ინტელექტუალური საკუთრება აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების შესაბამისად! არ დაგავიწყდეთ პატივისცემა და ციტირება!

პლაგიატის თავიდან აცილების გზები

ციტირება მონიშნეთ ტექსტის ნაწილები, რომლებიც უცვლელად არის გადმოტანილი სხვა წყაროდან.

პარაფრაზირება გადმოეცით ძირითადი პოსტულატები აზრის შეუცვლელად თქვენი სიტყვებით.

შეჯამება (Summary) გააანალიზეთ და მოკლედ წარმოადგინეთ განხილული ინფორმაცია.

წყაროს მითითება ჩამოთვალეთ ყველა გამოყენებული წყარო; მაგ., წიგნები, სტატიები, ელექტრონული რესურსები, ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალა და ა.შ.

Recycle (გადამუშავება)

Recycle (გადამუშავება) უკვე გამოქვეყნებული ან წარდგენილი მონაცემების ხელახლა გამოქვეყნება; ეს განიხილება როგორც ავტო-პლაგიატი.

გადამუშავება ძირითადად აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებზე ცნობიერების ნაკლებობის შედეგია.

გამოიყენეთ ციტირება თქვენი და სხვა ავტორების მონაცემების წარდგენისას!

უნარების ნაკლებობა თუ განზრახ აკადემიური გადაცდომა?

რა არის იმის მიზეზი, რომ სტუდენტი არღვევს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს და სჩადის აკადემიურ გადაცდომას ან პლაგიატს?

აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპი შეიძლება უგულებელყოფილი იყოს უნებლიედ ან განზრახ.

პირველ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს კომპეტენციის ან აკადემიური წერის უნარების ნაკლებობა. როდესაც სტუდენტს უჭირს ფორმულირება, პარაფრაზირება და ციტირება, მან შეიძლება დააკოპიროს და ჩასვას სხვა ადამიანების იდეები და განცხადებები საკუთარ ნაშრომში. მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა, ასეთი ქმედება არის აკადემიური გადაცდომა და განიხილება როგორც აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევა.

განზრახ აკადემიური გადაცდომის შემთხვევაში, სტუდენტი ინფორმირებულია და იცის პლაგიატის შესახებ, თუმცა მისი ქცევა არის განზრახული და ის სხვადასხვა მიზეზის გამო უგულებელყოფს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს.

აკადემიური გადაცდომა ხელს უწყობს სტუდენტის სასწავლო გზის წარუმატებლობას და უზრუნველყოფს არასასურველ აკადემიურ შედეგებს.

პატივი ეცით სხვებს და თქვენს შრომას და არ გახდეთ აკადემიური გადაცდომის მსხვერპლი!

ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია

ფალსიფიკაცია (სინონიმი ფაბრიკაცია) გულისხმობს მონაცემების არაავტორიზებულ შეცვლას, შექმნას ან მოხსენებას აკადემიური საქმიანობის პროცესში.

ფალსიფიკაციის/ფაბრიკაციის მაგალითებია:

Ghost Writer (აჩრდილი მწერალი) და სახელშეკრულებო თაღლითობა

Ghost writer (აჩრდილი მწერალი) პირი, რომელიც ასრულებს დავალებას ანაზღაურების სანაცვლოდ.

სახელშეკრულებო თაღლითობა (Contract cheating) აკადემიური გადაცდომის ფორმა, როდესაც:

ციფრული წიგნიერება

ტექნოლოგიების განვითარებამ უზრუნველყო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. თუმცა, იმავე ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაართულა სანდო და საიმედო მონაცემების მოძიება. არასაიმედო, მიკერძოებული და მცდარი ინფორმაციის აღმოჩენა შესაძლებელია წყაროს კრიტიკული შეფასებით; რაც კოგნიტური უნარია. თითოეული მონაცემის კრიტიკული შეფასების ალტერნატივად შეიძლება განხილულ იქნას სამეცნიერო მონაცემთა ბაზების, ბიბლიოთეკების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ვებგვერდების გამოყენება. ამ რესურსების გამოყენების უნარი კი ტექნიკური უნარია.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი ინფორმაციის მოსაძიებლად, შესაფასებლად, შესაქმნელად და გადასაცემად, რაც მოითხოვს როგორც კოგნიტურ, ისე ტექნიკურ უნარებს. (ALA, 2011)

Word spinner

პარაფრაზი სხვა ავტორის იდეის გადმოცემა საკუთარი სიტყვებით მნიშვნელობის შეუცვლელად; პარაფრაზის ციტირება სავალდებულოა.

Word spinner ტექსტის ონლაინ პარაფრაზირების აპლიკაცია; ის იძლევა ტექსტში სიტყვებისა და ფრაზების შეცვლის შესაძლებლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული ორიგინალთან მსგავსება და პლაგიატის აღმოჩენა.

Word spinner პოპულარულია სტუდენტებში, როდესაც ისინი არ იცნობენ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს და/ან არ ხარჯავენ საკმარის დროს დავალებისთვის.

Word spinner-ის გამოყენება არღვევს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს!

ChatGPT როგორც ინფორმაციის წყარო

პროგრამა ChatGPT, რომელიც აგებულია ხელოვნური ინტელექტის პრინციპზე, სულ უფრო პოპულარული ხდება. ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის სამედიცინო ინფორმატიკისა და კლინიკური ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, უილიამ ჰერშის აზრით, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას დავალების სწრაფად შესასრულებლად, თუმცა ხელოვნური ინტელექტი ვერასოდეს შეცვლის ადამიანს. ChatGPT ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ვერ მოქმედებს როგორც ექიმი, იურისტი, ბიზნესმენი, რადგან პროფესიული ეთიკა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა არის ნებისმიერ სფეროში პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი.

თუმცა, ხელოვნური ინტელექტი სასარგებლოა ინფორმაციის მოსაძიებლად. პროფესორ უილიამ ჰერშის აზრით, IR (ინფორმაციის მოძიების) სისტემა ეფექტურია ამ მიზნით. რა თქმა უნდა, ChatGPT განვითარდება და საზოგადოება ისწავლის მის გამოყენებას დანიშნულებისამებრ, თუმცა მედიცინა ადამიანების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის პროფესია, სადაც ცოდნასა და კომპეტენციასთან ერთად მნიშვნელოვანია ადამიანობა, ემპათია და სხვა თვისებები, რომლებიც მხოლოდ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი.