მიმდინარე წლის 28 ივნისს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზა“-ში გაიმართა თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია.
კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და წარმატებული მომავალი უსურვეს: თსა-ს დეკანი, ქალბატონი ცისანა ლომაშვილი, ემერიტუსი - პროფესორი დავით ხაზარაძე, აკადემიის პროფესორები: ანზორ მელია, გიორგი გვახარია, გიორგი კანდელაკი და მაია კივილაძე. თანატოლებს სიტყვით მიმართა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციისა (EMSA) და აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა, ანა მიქელაძემ. ცერემონიის დასასრულს, თსა-ს რექტორმა, ქალბატონმა ირინე შოთაძემ კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადასცა სამახსოვრო სიგელები.
ღონისძიება ჰიპოკრატეს ფიცის დადებით და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.
ბოლო სიახლეები
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16
თსა-ს აკადემიური პერსონალის და მოწვეული პედაგოგების საყურადღებოდ
🗓️ 2026-03-16
თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ
🗓️ 2026-03-16
გაცვლითი პროგრამა - ალთინბაშის უნივერსიტეტი
🗓️ 2026-03-12
საზაფხულო სტაჟირება - კლაიპედას უნივერსიტეტში
🗓️ 2026-03-12
საზაფხულო სტაჟირება - ტულუზას უნივერსიტეტში
🗓️ 2026-03-12












