ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი დროულად აღმოჩენილი პირველადი დახმარების საშუალებით. და მაინც, როგორ ვიმოქმედოთ სწრაფად და ეფექტიანად, რომ შევძლოთ პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა?
ამ კითხვებზე საპასუხოდ, ამჯერად, თსა-მ თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. ტრენინგი აკადემიის ორგანიზებით, ინსტიტუციური განვითარების Erasmus+ პროექტ - LIFESTRAND-ის ფარგლებში, თსა-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობით ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ პირველადი დახმარებისთვის საჭირო ყველა პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს. მოსწავლეები ასევე, გაეცნენ თსა-ს ლაბორატორიას, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს და ბიბლიოთეკას.
ევროკავშირის პროექტი LIFESTRAND, რომელიც თსა-ს ხელმძღვანელობით ხორციელდება და საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს აერთიანებს, მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას.
თსა მესამე მისიის, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ აქტივობას ახორციელებს და მისი მიზანია კვლევაზე დაფუძნებული აქტივობებით ხელი შეუწყოს საქართველოს საზოგადოების განვითარებას.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
