2017 წლის 18 სექტემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა
პირველკურსელთა დახვედრის საზეიმო ცერემონიალი.
მომავალ მედიკოსებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა აკადემიის რექტორმა,
ქალბატონმა ირინე შოთაძემ და მათ წარმატებული სტუდენტობა უსურვა.
პირველკურსელებს სიტყვით მიმართეს აკადემიის დეკანმა, ქალბატონმა ცისანა
ლომაშვილმა, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო
შიუკაშვილმა და აკადემიის სტუდენტური ფრთის თვალსაჩინო წევრებმა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ აკადემიაში არსებულ ძირითად წესებს და
სტუდენტთა წახალისების მეთოდებს და მიიღეს ინფორმაცია მათ წინაშე არსებული
შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, პირველკურსელებს საშუალება ჰქონდათ, შეკითხვები დაესვათ
ადმინისტრაციული პერსონალისა და უფროსკურსელებისათვის.
თსა კიდევ ერთხელ ულოცავს პირველკურსელებს სტუდენტობას და წარმატებულ
სასწავლო წელს უსურვებს.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12



